ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

პირდაპირი TV „მაესტრო“-ზე. თემა: საქართველოს ექსპორტის საკრედიტო სააგენტო

“საქართველოს ექსპორტის საკრედიტო სააგენტო”-ს შექმნა დამაიმედებელი სვლაა, თუმცა ჯერჯერობით შეკითხვა მეტია, ვიდრე პასუხი. უღრმესი მადლობა ქალბატონ ანა ცხოვრებოვას და TV მაესტროს მიწვევისათვის და თემის გაშლისთვის.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 30 აპრილს გავავრცელე kar.ge-ზე სტატია შემდეგი სათაურით – “საქართველოს ექსპორტის საკრედიტო სააგენტო: 8 მწვავე შეკითხვა KAR.GE-სგან“, რასაც გამოხმაურება მოჰყვა მედიის მხრიდან და 1 მაისს უკვე ეს პირდაპირი ეთერი TV მაესტროზე შედგა. თემა ეხლა აქტიურდება და ვფიქრობ ექსპორტის თემაში თუ ვინმეს სიტყვა ეთქმის, ის დროა აზრი დააფიქსიროს.