ამ გამოფენას ყოველ წელს ვესწრები, მაგრამ წელს იყო პირველი შემთხვევა, როცა „სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე–15 საერთაშორისო გამოფენა“ წელს 4 უზარმაზარ პავილიონსა და მიმდებარე ტერიტორიას ავსებდა ცოცხალი საქონლიდან დაწყებული სოფლის მეურნეობის ყველა სახის ტექნოლოგიით დამთავდებული მრავალი სახის პროდუქციით. მოკლედ ძალიან დიდი გამოფენა იყო. ეს 54 სურათი კი არის ჩემი ბეჯითი მცდელობა, რომ შთაბეჭდილება მაინც შეგიქმნათ Agro Food Drink Tech Expo 2015 შესახებ.
ოღონდ მასშტაბმა არ დაგაბნიოთ. რაც მე თვალნათლივ დავინახე 3 დასკვნაში შევაჯამე:
- საქართველოში სოფლის მეურნეობაში მართლაც დიდი პროცესები მიმდინარეობს. მე იქ ადგილზე ვნახე მასშტაბურად წარმოდგენილი სოფლის მეურნეობის სამინისტრო მისი ყველა პროგრამით. ასევე ვნახე საერთაშორისო კომპანიების დიდი რაოდენობა, რომელთაც აქვთ ტექნოლოგიები. და ვნახე ENPARD, REAP და RED პროგრამები, მათი ბენეფიციარი კომპანიები/ფერმები/კოოპერატივები და მათი პროდუქცია. ეს ღონისძიება ნამდვილად ქმნიდა სრულ წარმოდგენას თუ რომელიმ მთავარი ინიციატივები მიმდინარეობს დღევანდელ სოფლის მეურნეობაში;
- მე ვნახე ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც მოვიდა გამოფენაზე. ორგანიზება იყო უმაღლეს დონეზე! 3 დღის განმავლობაში გამოფენას სტუმარი არ მოკლებია. აქ იყო არა მხოლოდ დამთვალიერებელი, არამედ ძალიან ბევრი მყიდველი, რომელიც ფერმერულ პროდუქციას ყიდულობდა. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ სოფლის მეურნებისადმი და ფერმერული პროდუქციისადმი ინტერესი არასოდეს განელდება საქართველოში;
მაგრამ მე დავინახე ერთი დასანანი რამ და ამაზე ძლიერ გული დამწყდა …
- ვიგრძენი, რომ რამდენადაც ბევრი რამ ხდება „ზემოდან“, იმდენადვე ცოტა ხდება „ქვემოდან“. ვგულისხმობ შემდეგს: ჩემთვის პირადად სოფელში არსებული რეალობა ჩანდა არა სამინისტროს სტენდებზე, არამედ ENPARD, REAP და RED პროგრამების ბენეფიციარი კომპანიებისა და ბენეფიციარების დახლებზე. კიდევ ძალიან დიდი მუშაობაა საჭირო, რომ ფერმერებს, კოოპერატივებს და ამ სფეროში დასაქმებულ კომპანიებს რეალურად გაუჩნდეთ მოთხოვნა იმ ტექნოლოგიებზე, რაც წარმოდგენილი იყო გამოფენაზე. მიმხვედრი მიხვდება რასაც ვგულისხმობ. თუ შეკითხვას დამისვამთ, დაგიკონკრეტებთ ქვემოთ Facebook კომენტარების ველში.
სხვათა შორის Agro Food Drink Tech Expo 2015 კონტექსტში Drink ყველაზე ცოტა იყო …
ეხლა კი სურათები …