მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ბიზნეს გეგმა > #6 როგორ შეუკვეთო ბიზნეს გეგმის დაწერა?

#6 როგორ შეუკვეთო ბიზნეს გეგმის დაწერა?

თუ საინტერესო იდეა გაქვს, პარტნიორის/ინვესტორის პოვნის შანსიც გაგიჩნდა, მაგრამ პროექტის უშუალოდ დაწერა თვითონ არ შეგიძლია, სხვა გზა არ გაქვს … ბიზნეს გეგმის დასაწერად უნდა მიმართო პროფესიონალს.

მაგრამ …

თუ ვინმეს ბრმად ენდობი, ან გამართლების იმედზე იქნები და სათანადოდ არ შეისწავლი ვისთან იჭერ საქმე, ან კიდევ პროცესი არასწორად წარიმართება, ფულს გადაიხდი, მაგრამ რას მიიღებ იცი? მიიღებ უსარგებლო ქაღალდების/ფაილების გროვას! ეს გზა სადაც მიგიყვანს, თავადაც ხვდები …

გინდა დახარჯო 1,500+ აშშ დოლარი და მიიღო უსარგებლო ქაღალდების/ფაილების გროვა?

თუ არა, ამისათვის საჭიროა:
1. იცოდე როგორ გამოავლინო საქმის რეალური პროფესიონალი თავიდანვე;
2. იცოდე როგორ იმუშავო მასთან;
3. იცოდე როგორ მიიღო პროცესისაგან მაქსიმუმი;

სწორედ ამ საკითხებში გაგარკვევ მოცემული სტატიით …

1. დააკვირდი როგორ მოძებნი შემსრულებელს …
რა აზრი მოგდის თავში?
ნაცნობებში გაკითხვა ხომ?
ზარი ახლობელთან ხომ?
კი ბატონო, ნაცნობებში, მეგობრებში, პარტნიორებში მოძიება ერთ-ერთი რეალური გზაა …
კიდევ?
09 ან 08 -ში ხომ არ დაგერეკა?
დარეკე …
იცით ვის გირჩევენ?
ვისაც “პოზიცია” აქვს ნაყიდი …
ეს რას ნიშნავს? საინფორმაციოებში აქვთ ასეთი სისტემა: როცა ვინმე კითხულობს კონკრეტულ თემას, 250 ლარი ღირს და დავუშვათ ჩემი კომპანია იქნება პირველი რომელსაც ურჩევენ …
მე არ ვიყენებ ამ მომსახურებას …
ჩემი დამკვეთი იქ არ დარეკავს …
კიიდევ?
იკითხე საკუთარ FB პროფილზე …
კარგი საშუალებაა სხვათა შორის …
შეიძლება მეგობრებიდან ვინმემ იცოდეს და გზაზე დაგაყენოს …
კიიიდევ?
Google და მისი ჯანი …
დაძებნე ტერმინით „ბიზნეს გეგმის დაწერა“, ან „ბიზნეს გეგმის შედგენა“, ან „ბიზნეს გეგმა“ …
ოღონდ როგორც არ უნდა დაძებნო, პირველი 3 გვერდი ნახე. იმის იქით არ გინდა წასვლა …
არის რა თქმა უნდა სხვა საშუალებები, მაგრამ მე მათ პირადად არ მივმართავდი …
ეს ოთხი კმარა …

2. დააკვირდი ვისთან გაქვს საქმე, ანუ შემსრულებლის ცოდნას, გამოცდილებას და უნარებს …
დავუშვათ ვინმე გირჩიეს, ან აღმოაჩინე თვითონ …
სანამ დაურეკავ მოიძიე ვინაა და რას წარმოადგენს …
კომპანიაა? ინდივიდია? მნიშვნელობა არ აქვს …
დაძებნე ინტერნეტში მის შესახებ ინფორმაცია …
ვინც გირჩია დაეკითხე მას …
მთავარია დარწმუნდე, რომ ამ ადამიანს აქვს ცოდნა, ანუ ესმის თემა …
უნდა ჰქონდეს გამოცდილება, ანუ გაარკვიე რა გაუკეთებია, რა პროექტები შეუსრულებია  …
რა უნარები აქვს, თუ მისი მონაწილეობით რამე ვიდეო ნახე ინტერნეტში მთლად უკეთესი …
გაარკვიე რას წერს თავის FB პროფილზე [თუ ადამიანია] …
დააკვირდი როგორ წერს, როგორ აყალიბებს აზრს …
დააკვირდი ორგანიზაციის ვებსაიტს და FB გვერდს …
მე პირადად მაქვს ჩემი საკუთარი პირადი ვებსაიტი – tarielzivzivadze.ge, Facebook პროფილიც ღია მაქვს, LinkedIn პროფილიც და ღიად ვწერ ამ თემაზე http://kar.ge -ზე. ეს იმიტომ, რომ როცა ამათ ადამიანი ნახავს, რწმუნდება, რომ რაღაც მესმის ამ სფეროში …
მესმის, უხერხულად გამოდის, მაგრამ ჩემი მაგალითია ასე რომ მეამაყება რომ დალაგებული მაქვს ეს მხარე …

3. დააკვირდი ერკვევა თუ არა შემსრულებელი უშუალოდ შენს თემაში …
კრიტიკულად მნიშვნელოვანია ესმის თუ არა შემსრულებელს თემა, შენი თემა …
ვგულისხმობთ შემდეგს: თუ თქვენი ბიზნეს იდეა არის სამედიცინო პრეპარატის წარმოების თემაზე, შემსრულებელს უნდა ესმოდეს რამოდენიმე სფერო … წარმოება + ფარმაცია + აფთიაქების სისტემა და ა.შ.
პირველივე შეხვედრა იქნება ის თუ ტელეფონზე კომუნიკაცია, ეს უნდა გაარკვიო …
თუ მან თემა არ იცის, ეს უკვე რისკია …
თუ იმ თემაზე ბიზნეს გეგმა უკვე გაუკეთებია, მთლად უკეთესი …
შეიძლება ადამიანი არ იყოს “გენიოსი”, მაგრამ მინიმუმ, რაც უნდა დაინახო შემსრულებელში არის გახსნილობა, რომ ისწავლოს სწრაფად …
ჩახლართული სიტუაცია წარმოუდგინეთ და დააკვირდით როგორ „დაალაგებს მას“ გასაგებ ენაზე …
ეს ბევრს ნიშნავს …
თორემ მიიღებ არა ბიზნეს გეგმას, არამედ უშინაარსო მოთხრობას …

4. დააკვირდი საქმის შესრულების ვადას, ფასს და გადახდის სისტემას …
თუ პროფესიონალია, მარტივი საუბრის შემდეგ გაერკვევა საკითხში …
და გეტყვის თავისი მომსახურების დროს და ფასს …
არანაკლებ მნიშვნელოვანია გადახდის სისტემა …
თუ მას ჭკუა აქვს თავში, თანხის ნახევარს დასაწყისში მოითხოვს …
მეორე ნახევარს კი ან პროექტის ჩაბარებამდე ან მის შემდეგ …
შეიძლება გადახდის 3 ეტაპიანი სისტება მოითხოვოს …
საეჭვო იქნება თუ თავიდან მოითხოვა მთლიანად …
არაპროფესიონალიზმი იქნება ბოლოში მოგცეთ გადახდის უფლება …
მე პირადად 2 ეტაპიან სისტემას ვთავაზობ: ნახევარი თავში, მეორე ნახევარი კი ბოლოში, პროექტის ჩაბარებამდე …

5. დააკვირდი შემსრულებელი რის გარანტიას გაძლევთ …
თუ შემსრულებელი გარანტიას გაძლევთ, რომ თქვენ დაფინანსებას მოიპოვებთ, ე.ი. იტყუება …
ერთადერთი გარანტია, რასაც მე ვპირდები, რასაც ვინმე შეიძლება დაპირდეს და რეალურად გააკეთოს არის შემდეგი: რომ პროექტი იქნება უმაღლეს დონეზე გაკეთებული … ეს არის ის, რისთვისაც მქირაობენ და მიტომ. მე ხომ არ ვიცი სად წარადგენს ადამიანი ამ პროექტს და როგორ „დაიცავს“ მას ინვესტორების წინაშე? მე ხომ არ ვიცი ის როგორ ივარგებს ამ პრეზენტაციისას? მე ხომ არ ვიცი რა სისულელეს გააკეთებს იგი თუნდაც ყველაზე კარგად შედგენილი ბიზნეს გეგმის ხელში?

6. დააკვირდი როგორ მუშაობს შემსრულებელი, რა სტანდარტებით ხელმძღვანელობს …
კონტრაქტი – აუცილებლად უნდა გაფორმდეს და თავიდანვე. თუ შემსრულებელი კონტრაქტს არ გიფორმებთ, ე.ი. მინიმუმ არასერიოზულია …
თანხის გადახდა ჯობია საბანკო სისტემის გამოყენებით …
კონფიდენციალობა: ჰკითხეთ აბა რომ გიჩვენოთ მისი გაკეთებული ბიზნეს გეგმა …
არ უნდა გიჩვენოს თუ პროფესიონალია …
აქ თუ „დაიწვა“, არ ღირს მასთან ურთიერთობის გაგრძელება …
რატომ?
იმიტომ, რომ თქვენი საქმე კონფიდენციალურია და „იხარშება“ მხოლოდ თქვენსა და მას შორის …
ერთადერთი, რასაც ვაჩვენებ ხოლმე არის სქემა, თუ რა შინაარსი, რა პუნქტები იქნება ბიზნეს გეგმაში და როგორ იქნება იგი აგებული … არავითარ შემთხვევაში რეალურ პროექტს …
როგორ ჩაერთვებით პროცესში?
გაძლევთ შემსრულებელი შესაძლებლობას, რომ პერიოდული შეხვედრების გზით დააზუსტოს გარკვეული საკითხები თქვენთან ერთად?
მე პირადად წესად მაქვს, რომ დამკვეთი ჩავრთო პროცესში … თუ რამოდენიმე დამფუძნებელია საქმეში, ყველა უნდა ჩართო, თორემ პრობლემები შეიქმნება 10-დან 9 შემთხვევაში …
ამ მიდგომას ძალიან ბევრი პლიუსი აქვს …
ეს არის გზა შენთვის, რომ ისწავლო პროცესში …

7. დააკვირდი ამ საქმის დასრულების შემდეგაც გექნეს თუ არა შემსრულებლის იმედი …
ბიზნეს გეგმის გაკეთება ერთის მხრივ არის პროცესი, რომელსაც აქვს ლოგიკური დასასრული …
პროექტის დაწერილი სახით ჩაბარება …
მაგრამ აქ არ უნდა მთავრდებოდეს …
შემსრულებელი მზად უნდა იყოს, რომ როცა დაგჭირდებათ გვერდში დაგიდგეთ …
ეს თემა აუცილებლად წამოჭერით პირველივე კომუნიკაციისას …
შემსრულებელი მზად უნდა იყოს, რომ walk an extra mile თქვენთვის …
ამის აუცილებლობა ხშირად დაგიდგებათ …

 

შევაჯამოთ,
bpl1კარგად შეისწავლეთ შემსრულებელი მანამ სანამ შეხვდები მას. შეხვედრისას კი ეცადე შეამოწმო ყველა ის ნიუანსი, რაც ზემოთ დავწერე;

 

bpl2მუშაობის დაწყების შემდეგ ჩაერთე ყველა ეტაპზე, ეცადე მიაწოდო საჭირო ინფორმაცია და თვითონაც ისწავლო ბიზნეს გეგმის გაკეთება;

 

bpl3თადარიგი დაიჭირე, რომ პროექტის დასრულების შემდეგაც „დარჩე ხაზზე“. ბიზნეს გეგმის დაწერა მხოლოდ ერთი რგოლია საქმიანობის მთელ ჯაჭვში“;

 

მადლობა რომ წაიკითხე სტატია,

მოგეწონა? მაშ, გააზიარე …
შენს მეგობრებსაც მიეცი შანსი მიიღონ ეს ცოდნა …

1. თუ გინდა მომავალი სტატიებიც არ გამოგრჩეს, აქვე მარცხნივ დაარეგისტრირე საკუთარი ელ. ფოსტა ყოველკვირეული სიახლეების მისაღებად (y)

2. თუ შეკითხვა გაგიჩნდა, თან ისეთი, საჯაროდ დასმა რომ არ გამოდის, აქვე მარცხნივ არის პირდაპირ ჩემთვის შეკითხვის მოწერის შესაძლებლობა. 24 საათში ვუპასუხებ ყველა გამოხმაურებას (y)

3. თუ გსურს რომელიმე საკითხი განსაკუთრებით გავშალოთ [შეიძლება ცალკე სტატიის დაწერაც კი ღირდეს მასზე], მოგვწერეთ აქვე ქვემოთ Facebook კომენტარის სახით (y)

ჰქენი სიკეთე, გაუზიარე გვერდი მეგობრებს ...

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"