ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

საექსპორტო ნიმუშები: „Merry“, „Dr. George“, გურჯაანის და ჩალაუბნის ჩურჩხელები, ასევე გრეიფის „თათარა“ ამჯერად ყაზახეთისკენ დეგუსტაციაზე გავაგზავნეთ

10 დღის წინ დავაანონსეთ, რომ ჩურჩხელას მწარმოებლებს ვეძებდით. 1 კვირის წინ ყატარში გავაგზავნეთ ჩურჩხელები. იქ უკვე დეგუსტაციები ტარდება …

დღეს კი საექსპორტო ნიმუშები – „Merry“, „Dr. George“, გურჯაანის და ჩალაუბნის ჩურჩხელები, ასევე გრეიფის „თათარა“ყაზახეთისკენ დეგუსტაციაზე გავაგზავნეთ. უღრმესი მადლობა თითოეულ მწარმოებელს, რომელმაც ნიმუშები მოგვაწოდა. ყველა ნაღდი, ნატურალური, უგემრიელესი პროდუქცია.

კერძოდ:

  1. ჩურჩხელა Merry
  2. ჩურჩხელა Dr. George
  3. გურჯაანის ჩურჩხელა
  4. ჩალაუბნის ჩურჩხელა
  5. გრეიფის თათარა

ამ დღეებში იქაც დეგუსტაციებია დაგეგმილი, რომელთა შედეგებს გაგიზიარებთ.