მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > პროდუქცია > პირველი ქართული ზეთისხილის ზეთი – უკვე ვიყიდე!

პირველი ქართული ზეთისხილის ზეთი – უკვე ვიყიდე!

უკვე მრავალი წელია, რაც კახეთში ზეთისხილის ბაღებია გაშენებული.

ხოლო ერთი წელიც არ არის რაც ქართული ზეთისხილისგან ზეთი დამზადდა და ქსელში შევიდა.

გაიცანით კომპანია ქართული ზეთისხილი და მის მიერ წარმოებული ზეთისხილის ზეთი, რომელიც მე დღეს კარფურში ვიყიდე.

პროდუქცია სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში მზადდება ცივი გამოხდის მეთოდით, ქოლესტერინის გარეშე და ორ სხვადასხვა ზომის ბოთლშია ჩამოსხმული. არ შეიცავს ტოქსიკურ ელემენტებს.

და რაც მთავარია, ეს ის შემთხვევაა, როცა ქართული ნაწარმი ხარისხითაც და ფასითაც ჯობია ნებისმიერ იმპორტულს!

ეს კი ჩემი დღევანდელი გამოწვევის ვიდეო:

 

რატომ 30 დღიანი გამოწვევა და რატომ სწორედ დეკემბერში?

ჩვენი მოტივაცია უმარტივესია: ვიყიდოთ ქართული ხარისხიანი ნაწარმი, ვინაიდან როცა ვყიდულობთ ქართულს, ვასაქმებთ ადგილობრივს, ვავითარებთ ადგილობრივ ბიზნესს და ვაძლიერებთ ქვეყანას! გამოწვევის ფარგლებში კი ჩვენი მიზანია ვიყიდოთ ქართული ხარისხიანი ნაწარმი და ამ საქმეში ავიყოლიოთ ყველა! დეკემბერი კი არის თვე, როცა მარტო წინასაახალწლო სამზადისში მოსახლეობა 400 მილიონ ლარამდე თანხას ხარჯავს. გამოწვევის შესახებ სრული ინფორმაცია ნახეთ აქ: http://kar.ge/30day-challenge-2017/

სადაც არ უნდა იყოთ … ნუ დაელოდებით სანამ ვინმე გამოგიწვევთ … იყიდეთ 1 ლარზე მეტი ღირებულების ნებისმიერი ქართული ბრენდირებული ნაწარმი, ტელეფონით გადაიღეთ ორიგინალური ვიდეო და გამოიწვიეთ თქვენი 3 Facebook მეგობარი, ატვირთეთ ვიდეო საკუთარ Facebook პროფილზე და დათაგეთ გამოწვეული მეგობრები, რომელთაც მიეცით 24 საათი იგივეს გასაკეთებლად.

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე

კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: “მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!”