მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > პროდუქცია > „ფრეკო“-ს კარტოფილი ფრი გაგისინჯავთ?

„ფრეკო“-ს კარტოფილი ფრი გაგისინჯავთ?

ეს უნიკალური პროდუქტი ახალციხეში მოყვანილი კარტოფილის გადამუშავებით მიიღება …

რა თქმა უნდა ინოვაციურია და რა თქმა უნდა მათთვისაცაა, ვინც სახლისთვის აპირებს შეძენას და შეწვა/მოხარშვას და მათთვისაც (რესტორნები, კაფეები, სასტუმროები), რომელთაც ასეთი ნახევარფაბრიკატი ურჩევნიათ შემდგომში გამოსაყენებლად.

ეს შეკვრა ვიყიდე ფრესკოში. 2.5 კილო 10.52 ლარი ღირდა. დიდი შეკვრები იყო მხოლოდ. დღეს საღამოს კი შევწვით ოჯახში და გალბიას ტყემალთან ერთად ფრიად ვისიამოვნეთ!

განსაკუთრებით აღვნიშნავ, რომ შეწვამდე პირდაპირ გადმოვყარეთ ტაფაზე და ვაკვირდებოდი. მშვენივრად გალღვა, მშვენივრად შეპრუწკუნდა თან ისე, რომ არ ჩაშლილა და გემრიელი არომატიც გაუშვა 🙂 4 სულიან ოჯახს 3 შეწვაზე გვეყოფა.

ეს კი ჩემი დღევანდელი გამოწვევის ვიდეო:

 

რატომ 30 დღიანი გამოწვევა და რატომ სწორედ დეკემბერში?

ჩვენი მოტივაცია უმარტივესია: ვიყიდოთ ქართული ხარისხიანი ნაწარმი, ვინაიდან როცა ვყიდულობთ ქართულს, ვასაქმებთ ადგილობრივს, ვავითარებთ ადგილობრივ ბიზნესს და ვაძლიერებთ ქვეყანას! გამოწვევის ფარგლებში კი ჩვენი მიზანია ვიყიდოთ ქართული ხარისხიანი ნაწარმი და ამ საქმეში ავიყოლიოთ ყველა! დეკემბერი კი არის თვე, როცა მარტო წინასაახალწლო სამზადისში მოსახლეობა 400 მილიონ ლარამდე თანხას ხარჯავს. გამოწვევის შესახებ სრული ინფორმაცია ნახეთ აქ: http://kar.ge/30day-challenge-2017/

სადაც არ უნდა იყოთ … ნუ დაელოდებით სანამ ვინმე გამოგიწვევთ … იყიდეთ 1 ლარზე მეტი ღირებულების ნებისმიერი ქართული ბრენდირებული ნაწარმი, ტელეფონით გადაიღეთ ორიგინალური ვიდეო და გამოიწვიეთ თქვენი 3 Facebook მეგობარი, ატვირთეთ ვიდეო საკუთარ Facebook პროფილზე და დათაგეთ გამოწვეული მეგობრები, რომელთაც მიეცით 24 საათი იგივეს გასაკეთებლად.

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"