მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ქართული & KAR.GE > ისტორია > ტამიში, 1993 წ. 2 ივლისი – დიდება გმირებს!
ტამიში

ტამიში, 1993 წ. 2 ივლისი – დიდება გმირებს!

22 წლის წინ, 1993 წლის 2 ივლისს, გამთენიისას, დაახლოებით 5-ის ნახევარზე, რუსულმა სამხედრო ხომალდმა სოფელ ტამიშის მისადგომებთან დაახლოებით 600 კბილებამდე შეიარაღებული, კარგად გაწვრთნილი საზღვაო დესანტი გადმოსხა. მიუხედავად იმისა, რომ ქართული მხარისთის ეს სრული მოულოდნელობა იყო, დესანტზე საკმაოდ სწრაფი და ორგანიზებული რეაგირება განხორციელდა. იმ ნაწილებისთვის, რომლებიც მათ პირველები შეხვდნენ, ეს გამანადგურებელი აღმოჩნდა. დიდი ზარალი ნახა ჩოლოყაშვილის ბატალიონმა და წითელაშვილის „ავაზამ“. პარალელურად შეტევა დაიწყო ზემო მხრიდან, ლაბრის მიმართულებით, სადაც დუშეთის ბატალიონის ბიჭები იყვნენ. მათ საოცარი სიმტკიცე გამოიჩინეს, მაგრამ, სამწუხაროდ, მათი დახმარების არანაირი საშუალება არ იყო, დაჭრილების ევაკუაციაც კი ვერ ხერხდებოდა.

დაახლოებით, 10-სა და 11 საათს შორის პირველი კორპუსის სარდლობამ სასწრაფოდ მოახდინა ბაბუშერადან სადესანტო-საშტურმო ბატალიონის ჩვენს პოზიციებზე გადმოსროლა. ამან საშუალება მოგვცა, ხაზი შეგვეკრა და ჩვენს მეომრებს პოზიციები აღარ დაუთმიათ. შეიძლება ითქვას, რომ დესანტზე რეაგირება საკმაოდ პროფესიონალური იყო. ბრძოლაში ჩართული იყო აფხაზეთის ტერიტორიაზე მყოფი ყველა ქვედანაყოფი. გადამწყვეტი როლი ითამაშეს სოხუმის 23-ე და 24-ე ბრიგადებმა, რომლებიც, ძირითადად, ადგილობრივებით იყო დაკომპლექტებული. დესანტის მოსაგერიებლად თავდაუზოგავად იბრძოდა ქართული არტილერიაც. ბრძოლა 9 დღის განმავლობაში გრძელდებოდა და უდიდესი მსხვერპლის ფასად (ქართულმა მხარემ სამი საათის განმავლობაში დაახლოებით 300 მეომარი დაკარგა), დესანტის მოგერიებით დასრულდა. 11 ივლისს ოჩამჩირე-სოხუმის მაგისტრალი მთლიანად გაიხსნა.

ტამიშში რუსული დესანტის გადმოსხმა სოხუმის აღებისკენ იყო მიმართული, მაგრამ დესანტის მოგერიებამ ეს გეგმა რამდენიმე თვით გადაწია. აფხაზეთის ომის ერთ-ერთი ეპიზოდის – 1993 წლის ივლისის ბრძოლა საქართველოს ისტორიაში შესულია, როგორც ქართველი მეომრების თავგანწირვის უდიდესი მაგალითი.

 

წყარო 1, წყარო 2

 

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"