მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > პროდუქცია > დღე2: კოოპერატივი კოდის თაფლი – ალპური ზონის თეთრი სამყურა და ოროვანდი

დღე2: კოოპერატივი კოდის თაფლი – ალპური ზონის თეთრი სამყურა და ოროვანდი

ჩვენ შეგვიძლია წარმოვაჩინოთ ის, რაც ქართულია და კარგია!

სწორედ ამას ვაკეთებთ 30 დღიანი გამოწვევის ფარგლებში!

დღეს სასტუმრო რედისონს ვეწვიე, სადაც საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობდა და გამოწვევის მეორე დღის ფარგლებში 4 სხვადასხვა მწარმოებლის ნაწარმი ვიყიდე. რა თქმა უნდა მეგობრებიც გამოვიწვიე.

 

 

ამ სტატიის მიზანია წარმოგიდგინოთ კოოპერატივი კოდის თაფლი – ალპური ზონის თეთრი სამყურა და ოროვანდი

ესაა თაფლი რომელიც დამზადებულია ძირითადად ამ ორი მცენარის ნექტარიდან. გამოირჩევა უფრო მრავალფეროვანი და შედარებით მკვეთრი არომატებით. დაფასოებულია 350 მლ. ჭურჭელში და ნეტო მასა შეადგენს 500 გრ.

კოოპერატივი კოდი ახალციხის მეფუტკრეებს აერთიანებს და თავის ნაწარმს „ნინოწმინდის თაფლი“-ს ბრენდული დასახელებით ყიდის. თაფლის უნიკალურ თვისებებს განაპირობებს მრავალფეროვანი ფლორა და კლიმატური პირობები. მარტო წყალჭარბ ტერიტორიებზე ფლორის 474 სახეობაა გავრცელებული, რომელიც 235 გვარსა და 62 ოჯახში ერთიანდება. ტერიტორიის უმეტესი ნაწილი უტყეოა, დაფარულია მთის და მდელო-ველის მცენარეულობით. სუბალპური და ალპური სარტყელი (2050-2400 მ) ხასიათდება მაღალბალახეული მცენარეულობით, ბუჩქნარებით და სუბალპური პოლიდომინანტური-ნაირბალახეულობით. ნინოწმინდაში გავრცელებულია სამკურნალო თვისებების მქონე მცენარეები: ჭინჭარი, პიტნა, გვირილა, ჟოლო, ასკილი და კრაზანა. ეს ფლორისტული რაიონი აგრეთვე მდიდარია იშვიათი და ენდემური სახეობებით.

ეს უნდა გასინჯოთ!

დამატებითი ინფორმაცია ნახეთ აქ.

შეკვეთებისათვის კი დაუკავშირდით ბნ. გიორგი მერაბიშვილს ტელეფონზე – 593 90 30 60

 

რატომ 30 დღიანი გამოწვევა და რატომ სწორედ დეკემბერში?

ჩვენი მოტივაცია უმარტივესია: ვიყიდოთ ქართული ხარისხიანი ნაწარმი, ვინაიდან როცა ვყიდულობთ ქართულს, ვასაქმებთ ადგილობრივს, ვავითარებთ ადგილობრივ ბიზნესს და ვაძლიერებთ ქვეყანას! გამოწვევის ფარგლებში კი ჩვენი მიზანია ვიყიდოთ ქართული ხარისხიანი ნაწარმი და ამ საქმეში ავიყოლიოთ ყველა! დეკემბერი კი არის თვე, როცა მარტო წინასაახალწლო სამზადისში მოსახლეობა 400 მილიონ ლარამდე თანხას ხარჯავს.

გიწვევთ თქვენც ჩაერთოთ გამოწვევაში სადაც არ უნდა იყოთ. ნუ დაელოდებით სანამ ვინმე გამოგიწვევთ … იყიდეთ 1 ლარზე მეტი ღირებულების ნებისმიერი ქართული ბრენდირებული ნაწარმი, ტელეფონით გადაიღეთ ორიგინალური ვიდეო და გამოიწვიეთ თქვენი 3 Facebook მეგობარი, ატვირთეთ ვიდეო საკუთარ Facebook პროფილზე და დათაგეთ გამოწვეული მეგობრები, რომელთაც მიეცით 24 საათი იგივეს გასაკეთებლად.

გამოწვევის შესახებ სრული ინფორმაცია ნახეთ აქ: http://kar.ge/30day-challenge-2017/

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"