მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > პროდუქცია > დღე3: სნო ქიდს – სპეციალურად ბავშვებისათვის შექმნილი ნაწარმი!

დღე3: სნო ქიდს – სპეციალურად ბავშვებისათვის შექმნილი ნაწარმი!

უნიკალური ახალი პროდუქტი ვიყიდე დღეს …

სნო ქიდს

სპეციალურად ბავშვებისათვის წარმოებული წყალი!

ეხლა ვიცი, იკითხავთ რა განსხვავებაა ჩვეულებრივ წყალსა და სნო ქიდს შორისო …

და მეც გიპასუხებთ: ტარა და თავსახური დამატებით კვლევას გადის BPA და BPS (ბისფენოლ ა და ესი) შემცველობაზე. BPA/BPS ჭურჭელში ცხიმიანი ან ცხელი საჭმლის მოხვედრის შემთხვევაში თხევად მდგომარეობაში გადადის და ბავშვის ორგანიზმში საკვებთან ერთად ხვდება. ევროკომისიის ექსპერტთა დასკვნით, აღნიშნული ნივთიერება უარყოფითად მოქმედებს ჩვილ ბავშვთა იმუნურ სისტემასა და საერთო განვითარებაზე. ასევე, უარყოფით გავლენას ახდენს რეპროდუქციული, ნერვული და იმუნური სისტემების მუშაობაზე.

დაიცავით თქვენი პატარას ჯანმრთელობა.

#წყალიპატარასია

სრული ინფორმაციისათვის, ასევე ძალიან სახალისო წინასაახალწლო კონკურსის პირობების გასაცნობად მიმართეთ კომპანიის FB გვერდს და სპეციალურად “სნო ქიდს”-თვის შექმნილ ვებსაიტზე.

რატომ 30 დღიანი გამოწვევა და რატომ სწორედ დეკემბერში?

ჩვენი მოტივაცია უმარტივესია: ვიყიდოთ ქართული ხარისხიანი ნაწარმი, ვინაიდან როცა ვყიდულობთ ქართულს, ვასაქმებთ ადგილობრივს, ვავითარებთ ადგილობრივ ბიზნესს და ვაძლიერებთ ქვეყანას! გამოწვევის ფარგლებში კი ჩვენი მიზანია ვიყიდოთ ქართული ხარისხიანი ნაწარმი და ამ საქმეში ავიყოლიოთ ყველა! დეკემბერი კი არის თვე, როცა მარტო წინასაახალწლო სამზადისში მოსახლეობა 400 მილიონ ლარამდე თანხას ხარჯავს.

გიწვევთ თქვენც ჩაერთოთ გამოწვევაში სადაც არ უნდა იყოთ. ნუ დაელოდებით სანამ ვინმე გამოგიწვევთ … იყიდეთ 1 ლარზე მეტი ღირებულების ნებისმიერი ქართული ბრენდირებული ნაწარმი, ტელეფონით გადაიღეთ ორიგინალური ვიდეო და გამოიწვიეთ თქვენი 3 Facebook მეგობარი, ატვირთეთ ვიდეო საკუთარ Facebook პროფილზე და დათაგეთ გამოწვეული მეგობრები, რომელთაც მიეცით 24 საათი იგივეს გასაკეთებლად.

გამოწვევის შესახებ სრული ინფორმაცია ნახეთ აქ: http://kar.ge/30day-challenge-2017/

ეს კი ჩემი დღევანდელი გამოწვევის ვიდეო:

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე

კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: “მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!”