მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > პროდუქცია > დღე2: უკვე გასინჯეთ ქართული ლუდი აისი?

დღე2: უკვე გასინჯეთ ქართული ლუდი აისი?

საერთოდ, ლუდს უფრო ხშირად მარკეტში ყიდულობენ, მე კი პირველად 2 ბოთლი ქართული ლუდი აისი საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაზე სასტუმრო რედისონში დღეს ვიყიდე. ცხადია გამოწვევის ფარგლებში 3 სხვა ნაწარმთან ერთად. რა თქმა უნდა მეგობრებიც გამოვიწვიე.

წარმოგიდგენთ ახალ ქართულ ლუდს ყინულის ფილტრაციითა და სიახლის გაზიარების უდიდესი სურვილით. ჩვენთვის ყოველი ახალი დღე ახალი ისტორიაა – ახალი ამბავი მეგობრულ შეკრებაზე მისატანად.

აისი არის თანამედროვე და მაღალხარისხიანი ლაგერის ტიპის ლუდი, რომელიც 100%-ით ნატურალური ინგრედიენტებით იხარშება. ორიგინალური რეცეპტი და ხარშვის ტექნოლოგია ლუდს განსაკუთრებულ საგემოვნო თვისებებს ანიჭებს.

აისი დასალევად მსუბუქია და რბილი. ცოცხალი ლუდის არომატული გემო, დაბალანსებული სიმწარე და ალაოს დაგემოვნება განსაკუთრებულ სიგრილის შეგრძენბას მოგანიჭებთ ზაფხულის ცხელ დღეებში.

აისი ბაზარზე გამოირჩევა ყინულის ფილტრაციის ინოვაციური მეთოდით, ლუდი იფილტრება დაბალ -1*C ტემპერატურაზე. ეს ტექნოლოგია ლუდს სასურველ არომატებს და გემოვნურ თვისებებს დიდი ხნის განმავლობაში უნარჩუნებს.

დამატებითი ინფორმაცია ნახეთ აქ.

 

რატომ 30 დღიანი გამოწვევა და რატომ სწორედ დეკემბერში?

ჩვენი მოტივაცია უმარტივესია: ვიყიდოთ ქართული ხარისხიანი ნაწარმი, ვინაიდან როცა ვყიდულობთ ქართულს, ვასაქმებთ ადგილობრივს, ვავითარებთ ადგილობრივ ბიზნესს და ვაძლიერებთ ქვეყანას! გამოწვევის ფარგლებში კი ჩვენი მიზანია ვიყიდოთ ქართული ხარისხიანი ნაწარმი და ამ საქმეში ავიყოლიოთ ყველა! დეკემბერი კი არის თვე, როცა მარტო წინასაახალწლო სამზადისში მოსახლეობა 400 მილიონ ლარამდე თანხას ხარჯავს.

გიწვევთ თქვენც ჩაერთოთ გამოწვევაში სადაც არ უნდა იყოთ. ნუ დაელოდებით სანამ ვინმე გამოგიწვევთ … იყიდეთ 1 ლარზე მეტი ღირებულების ნებისმიერი ქართული ბრენდირებული ნაწარმი, ტელეფონით გადაიღეთ ორიგინალური ვიდეო და გამოიწვიეთ თქვენი 3 Facebook მეგობარი, ატვირთეთ ვიდეო საკუთარ Facebook პროფილზე და დათაგეთ გამოწვეული მეგობრები, რომელთაც მიეცით 24 საათი იგივეს გასაკეთებლად.

გამოწვევის შესახებ სრული ინფორმაცია ნახეთ აქ: http://kar.ge/30day-challenge-2017/

ეს კი ჩემი დღევანდელი გამოწვევის ვიდეო

 

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"