მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > პროდუქცია > დღე 8: ნენა, ლეღვის მურაბაააააა … თითებს ჩაიკვნეტთ ნენა …

დღე 8: ნენა, ლეღვის მურაბაააააა … თითებს ჩაიკვნეტთ ნენა …

ჰე, აბა ასწიოს ხელი ვინმემ და მითხრას, რომ რომელიმე იმპორტული ლეღვის მურაბა მოიპოვება საქართველოს ბაზარზე ან ამაზე ხარისხიანი ან ამაზე უკეთეს ფასში … ვერ ნახავთ!

დღეს სპეციალურად ვიყავი მისული სუპერმარკეტ “ჯორჯიტა”-ში, რომ მენახა რა იყიდებოდა ქართული. რამოდენიმე „აღმოჩენა“ პროდუქტი ვიყიდე კიდეც. საერთოდაც, თუ რამეს ქართულს ქმნით და ქსელში შეტანა გაინტერესებთ, სუპერმარკეტ “ჯორჯიტა“-ში ნამდვილად აქვს ქართული ნაწარმის მიმართ ძალიან პოზიტიური დამოკიდებულება. ასე რომ, დანარჩენი თქვენზეა პატივცემულ მწარმოებლებო …

ლეღვის მურაბა ძალიან მიყვარს მე პირადად …

შესაბამისად, “ნენა”-ს პროდუქციას შორის არჩევანი არ გამჭირვებია …

 

ეს კი ჩემი დღევანდელი გამოწვევის ვიდეო:

 

რატომ 30 დღიანი გამოწვევა და რატომ სწორედ დეკემბერში?

ჩვენი მოტივაცია უმარტივესია: ვიყიდოთ ქართული ხარისხიანი ნაწარმი, ვინაიდან როცა ვყიდულობთ ქართულს, ვასაქმებთ ადგილობრივს, ვავითარებთ ადგილობრივ ბიზნესს და ვაძლიერებთ ქვეყანას! გამოწვევის ფარგლებში კი ჩვენი მიზანია ვიყიდოთ ქართული ხარისხიანი ნაწარმი და ამ საქმეში ავიყოლიოთ ყველა! დეკემბერი კი არის თვე, როცა მარტო წინასაახალწლო სამზადისში მოსახლეობა 400 მილიონ ლარამდე თანხას ხარჯავს. გამოწვევის შესახებ სრული ინფორმაცია ნახეთ აქ: http://kar.ge/30day-challenge-2017/

სადაც არ უნდა იყოთ … ნუ დაელოდებით სანამ ვინმე გამოგიწვევთ … იყიდეთ 1 ლარზე მეტი ღირებულების ნებისმიერი ქართული ბრენდირებული ნაწარმი, ტელეფონით გადაიღეთ ორიგინალური ვიდეო და გამოიწვიეთ თქვენი 3 Facebook მეგობარი, ატვირთეთ ვიდეო საკუთარ Facebook პროფილზე და დათაგეთ გამოწვეული მეგობრები, რომელთაც მიეცით 24 საათი იგივეს გასაკეთებლად.

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"