მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > მოძრაობა kar.ge > ბლოგერთა კონკურსი – “ქართული & kar.ge”, 15-22 სექტემბერი
ბლოგერთა კონკურსი

ბლოგერთა კონკურსი – “ქართული & kar.ge”, 15-22 სექტემბერი

გაქვს ბლოგი?

გული ქართული საქმისთვის გიცემს?

მაშინ 2015 წლის 15 სექტემბრიდან 22 სექტემბრამდე ერთი კვირის განმავლობაში დაწერე ორიგინალური ქართულენოვანი ბლოგპოსტი ქართული & kar.ge თემატიკაზე, განათავსე საკუთარ ბლოგზე, გამოგვიგზავნე სტატიის url ელ. ფოსტაზე 3k@kar.ge, თან მიუთითე  სახელი, გვარი, მობილური ტელეფონის ნომერი, facebook პროფილის ბმული და ჩაერთე ბლოგერთა კონკურსში – „ქართული & kar.ge”. ორგანიზატორები არიან მოძრაობა kar.ge, სავაჭრო & ბიზნეს ცენტრი ქარვასლა. კონკურსი იმართება ქართული პროდუქტების გამოფენა-გაყიდვის – “kar.ge ქართული ქარვასლა“-ს ფარგლებში, რომელსაც 26-27 სექტემბერს მოძრაობა kar.ge და სავაჭრო & ბიზნეს ცენტრი ქარვასლა ატარებენ.

ბლოგპოსტის თემა შეიძლება იყოს ყველაფერი, რაც kar.ge მისიას უკავშირდება, ყველაფერი რაც ქართულია და kar.ge-ა. ქართული პროდუქტების ხარისხის მწვავე თემიდან დაწყებული, კონკრეტული ქართული პროდუქტის ორიგინალური მიმოხილვით დამთავრებული. თვითონ გადაწყვიტე რაზე დაწერ.

23 სექტემბერს კონკურსის მონაწილე ბლოგერთა მიერ თავიანთ ბლოგებზე დაწერილი ყველა ბლოგპოსტი გაზიარდება kar.ge რესურსებზე [ვებსაიტი, მეგობარი FB გვერდები]. საუკეთესო ბლოგპოსტების ავტორები გამოვლინდებიან ორგანიზატორებისაგან დაკომპლექტებული ჟიურის მიერ ბლოგპოსტის მიერ მიღებული გამოხმაურებებისა და თავად ბლოგპოსტის kar.ge მოძრაობის მიზნებთან შესაბამისობის მიხედვით.

რატომ უნდა მიიღოთ მონაწილეობა?

  1. მოძრაობა kar.ge ქართულ საქმეს აკეთებს ქართული ბიზნესის და ხარისხიანი ქართული პროდუქტების პოპულარიზების მიზნით. ეს საჭირო ეროვნული საქმეა, ვინაიდან ყოველი ქართული პროდუქტის შესყიდვით ჩვენ ვასაქმებთ საქართველოს მოქალაქეს, ვაძლიერებთ ქართულ ბიზნესს და ვაძლიერებთ ქართულ სახელმწიფოს. ბლოგერთა კონკურსში ჩართვით თქვენ ქართული საქმის გვერდით დგებით.
  2. ჩვენ თქვენს ბლოგპოსტებს გავავრცელებთ kar.ge ვებსაიტზე და მეგობარ Facebook გვერდებზე, რითაც მოვახდენთ თქვენი და თქვენი ბლოგის პოპულარიზებას.
  3. შეფასება არ მოხდება ლაიქების, კომენტარების, გაზიარებების რაოდენობით. ჩვენი ჟიური გაითვალისწინებს აუდიტორიის მოსაზრებებს, მაგრამ გადაწყვეტილებას მიიღებს თვითონ;

ბლოგერთა კონკურსის ყველა მონაწილე მიიღებს მონაწილეობის სერტიფიკატს.  გამარჯვებული ბლოგპოსტის ავტორი კი საჩუქრად მიიღებს “kar.ge ქართულ ქარვასლა”-ზე წარმოდგენილი პროდუქტებისგან საგანგებოდ შედგენილ ქართულ კალათას. ყველა ბლოგპოსტისკენ ბმული განთავსდება გამოფენა-გაყიდვის გვერდზე. კონკურსის ყველა მონაწილეს მოვიწვევთ დაჯილდოვებაზე, რომელიც 26 სექტემბერს, შაბათს, „kar.ge ქართული ქარვასლა“-ს პირველ დღეს, 17:00 შედგება.

წესები:

  • ბლოგერთა კონკურსი ოფიციალურად იწყება 15 სექტემბერს და ნამუშევრების მიღება გაგრძელდება 22 სექტემბერის ჩათვლით ელექტრონული ფოსტით;
  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისაც აქვს ბლოგი;
  • მონაწილემ საკონკურსოდ უნდა გამოაგზავნოს ერთი ბლოგპოსტის მისამართი;
  • საკონკურსო ბლოგპოსტი უნდა იყოს უნიკალური, ანუ უნდა დაიწეროს და გამოქვეყნდეს კონკურსის გამოცხადების შემდეგ;
  • საკონკურსო ბლოგპოსტის ზომა რეკომენდებულია იყოს 400-600 სიტყვის მიდამოში;
  • საკონკურსო ბლოგპოსტში ყველა სიტყვაზე “ქართული & kar.ge“-ზე უნდა დაილინკოს kar.ge. ეს სიტყვათა კომბინაცია ბლოგპოსტში 2 ჯერ მაინც უნდა იყოს ნახსენები;
  • ბლოგერის ბლოგში დაწერილ ბლოგპოსტზე შესაძლებელი უნდა იყოს Facebook [ან სხვა სახით] კომენტარის გაკეთება;

თუ თქვენ “კალამი გიჭრით” და გაინტერესებთ კარგი ქართული საქმის გვერდით დგომა, იმავდროულად კი ორგანიზატორთა მიერ თქვენი ბლოგის პოპულარიზებაც გაინტერესებთ, ჩაერთეთ ბლოგერთა კონკურსში – „ქართული & kar.ge”.

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"