ხონელი და ვანელი მიდიან გზაზე.
უცებ წინ შავი კატა გადაურბენთ. გაჩერდებიან და დაიწყებენ კამათს თუ ვინ წავიდეს წინ. გაკვირვებული კატა მობრუნდება და კითხავს:
-ასე რომ ჩხუბობთ, სადაურები ხართ?
-ხონელი და ვანელი.
შეშინებული კატა პირჯვარს გადაიწერს, ზემოთ ახედავს და ღმერთს თხოვს:
-ღმერთო, შინ მშვიდობით მიმიყვანე.