უდაოდ გემრიელია … და თან კიდევ რაოდენ საჭირო ეს პროდუქტი … მას შემდეგ რაც ქართული ჩიპსი გამოვიდა, კრეკერებს არ ვყიდულობდი ხოლმე, სულ რუსულები დევს დახლზე და მიტომ. ამჯერად მომეშვა გულზე და ქართულ კრეკერსაც ვხედავ დახლზე. და ეს ძალიან მახარებს. ჩემთან სახლთან ახლოს ობიექტში ჯერ არ არის, მაგრამ დარწმუნებულივ ვარ მალე აქაც მომიტანენ. მანამდე კი ნუგეშის ქსელში შეძენილ პროდუქტს წარმოგიდგენთ.
ჭვავის კრეკერი STARK ბეკონის არომატით ძალიან არომატულია. რაღაც სპეციფიკური არომატი აქვს, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კრეკერების სამეულში სწორედ ბეკონისაა ჩემი ფავორიტი. პურის ნაჭრები დიდებია, არომატულია, გემრიელია და ლუდზე იდეალურად მიდის.
ლიტვურ საცხობს ყოჩაღ! ჩავანაცვლოთ და გავყაროთ ბაზრიდან ყველა მსგავსი იმპორტული ნაგავი, განსაკუთრებით ის, რაც რუსეთიდან შემოდის. 80 გრამიანი პაკეტი 90 თეთრი ღირს, მაგრამ ეგ არაფერი. 50 თეთრიანი ორი პაკეტის ყიდვას ამის ყიდვა ჯობია ერთმნიშვნელოვნად, თან ფასშიც იგებ.
აუცილებლად მოიკითხეთ თქვენს ახლოს სავაჭრო ობიექტში. იქნებ მარკეტერების ხელმძღვანელებმაა თვითონ მიაკითხონ ლიტვურ საცხობს და მოითხოვონ პროდუქტის მიწოდება.