ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
cxare wiTeli wiwaka ცხარე წითელი წიწაკა
cxare wiTeli wiwaka ცხარე წითელი წიწაკა

ვისაც უყვარს ცხარე და გემრიელი წიწაკა

ქართულია & kar.ge-ა!

საქართველო ცნობილია საკულინარიო ხელოვნებით, რაც რა თქმა უნდა წარმოუდგენელია არომატული სუნელების გარეშე. საქართველო სუნელების გარეშე – რა იქნებოდა ნეტა 🙂

წითელი წიწაკის გარეშე ჩემ ოჯახში არაფერი იჭმევა –  კარაქიანი პურიც კი 🙂

წითელი წიწაკა წარმოადგენს ერთწლოვანბალახოვან მცენარეს ძაღლყურძენასებრთა ოჯახიდან, რომელიც სიმაღლეში იზრდება 60 სანტიმეტრამდე. წითელი წიწაკის სამშობლო ტროპიკული ამერიკაა. საქართველოში გვხვდება ქუთაისური და სხვა ადგილობრივი ჯიშები.

წიწაკას იყენებენ როგორც კულინარიაში ასევე სამკურნალოდ – წიწაკა სტიმულს აძლევს კუჭის წვენს, აუმჯობესებს საკვების გადამუშავებას; გარეგანად გამოიყენება სისხლძარღვების გაგანიერებისას; წვენს ხმარობენ ქვეწარმავლების ნაკბენების სამკურნალოდ და ა.შ.

100გ წითელი წიწაკა შეიცავს
ნივთიერებებს:
წყალი – 12,5გ; ცილები – 10,4გ; ცხიმები – 3,3გ; ნახშირწყლები – 38,6გ

ვიტამინებს:
ვიტამინი A(ბეტა-კაროტინი) – 310მკგ
ვიტამინი B1 – 0,11მგ
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) – 0.18მგ
ნიკოტინმჟავა (ვიტამინი B3 ან ვიტამინი PP) – 0.143მგ
ვიტამინი B4 – 11.3მგ
ვიტამინი B5 – 1.4მგ
ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) – 0.291მგ
ფოლიუმის მჟავა (ვიტამინი B9) – 17მკგ
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) – 21მგ
ვიტამინი E (ტოკოფეროლი) – 1,04მგ
ვიტამინი K  – 163,7მგ

მაკრო და მიკროელემენტებს:
კალიუმი – 1329მგ; კალციუმი – 443მგ; მაგნიუმი – 171მგ; ნატრიუმი – 20მგ
ფოსფორი – 158მგ.
რკინა – 9,71მგ; მანგანუმი – 12,75მგ; სპილენძი – 1,33მგ; სელენი – 4,9მკგ
თუთია – 1,19მგ;  ფტორი – 34,2მკგ

კალორიულობა:
100 გ წითელი წიწაკა შეიცავს – 251  კკალ.

ვებ გვერდი მართლა საოცრებაა 🙁  მომიტევეთ. ვერ მოვიძიე ინფორმაცია ფეისბუქზე 🙁

მწარმოებელი კომპანია :  შპს ჯეო

კომპანია ანხორციელებს ნედლეულის დაფასოებას, ამარაგებს კვების პროდუქტების მწარმოებლებს, კაფე-რესტორნებსა და სავაჭრო ქსელებს.

შპს ჯეო ახდენს ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტს.

 

დაძებნეთ, იყიდეთ, გასინჯეთ და თქვენი აზრი გაგვიზიარეთ : )

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.