ქართულია & kar.ge-ა!
თავიდანვე ვაცხადებ, რომ მე პირადად არც კარაქი მიყვარს, არც სპრედი და არც რამე მისნაირი. ამათი გემო ბავშვობიდან არ მიყვარს, როცა სულ გამხდარი ვიყავი და ძალით მტენიდნენ იმას, რაც სასტიკად არ მიყვარდა.
მაგრამ “განვითარდა ტექნოლოგიები” და სახეზე გვაქვს კაკაოგარეული მასა, რომელსაც ისეთი გემო აქვს, რომ სავსებით სასიამოვნოდ შეიძლება მირთმევა.
შოკოლადის ტიფლისი მართლა დიდი ხანი ვეძიე და ბოლო-ბოლო ჩემმა მეუღლემ აღმოაჩინა გუდვილში. ეს არის სპრედი კაკაოთი და შაქრით. შემადგენლობის ჩამოთვლის მაგივრად იმას გეტყვით, რომ გემრიელია. მწარმოებელია შპს ტიფლისი-2011. კომპანიას Facebook გვერდი აქვს, საიტი არა. 200 გრამიანი შეფუთვა გუდვილში 2,5 ლარი ღირს.
თქვენც იყიდეთ, გასინჯეთ და დაწერეთ თქვენი აზრი : )
მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.