ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
შეფასება

#8 ნახევარფაბრიკატის შეფასება ყიდვისას

დააკვირდით ვიზუალური მხარეს. არ შეიძინოთ პროდუქტი, რომელიც მიყინულია ერთმანეთს, ეს ნიშნავს იმას რომ რომელიღაც ეტაპზე (დისტრიბუცია, რეალიზაცია) დაირღვა მისი შენახვის პირობები, დადნა და ხელახლა გაიყინა. ასეთ შემთხვევაში ის საკვებად უვარგისია. მეტიც, საშიშიც კი შეიძლება იყოს.

საკვები პროდუქტების შენახვის პირობების შესახებ ბევრი ცუდისთვის მომიკრავს ყური. არ მინდა ჭორაობაში ჩამეთვალოს, მაგრამ ყველაზე ხშირად რაც მსმენია არის ღამით მაცივრების გამორთვა. ამ დროს ცხადია ნახევარფაბრიკატის გაფუჭების შანსი იზრდება. პროდუქტი იდეალურადაც რომ იყოს მწარმოებლის მიერ მომზადებული, ტრანსპორტირების და შენახვის რა ეტაპზე მოეღება ბოლო ხარისხს, არავინ იცის. ამიტომაა ჩემი აზრით მნიშვნელოვანი, რომ სანდო ობიექტში ვიყიდოთ ყველაფერი, პირველ რიგში კი ქართული წარმოების პროდუქტები.

** ქართული წარმოების ნახევარფაბრიკატების მხარდაჭერის კამპანია მომზადდა kar.ge-ს მიერ ნახევარფაბრიკატების მწარმოებელ კომპანია “svepi” -სთან თანამშრომლობით. svepi – ბათუმში მოქმედი საწარმოა, რომელიც ნატურალურ ნედლეულზე დამზადებულ ნახევარფაბრიკატებს აწარმოებს და აჭარის რეგიონში უკეთებს რეალიზაციას.