საქართველო ბაქოს თამაშებში 104 სპორტსმენით მონაწილეობს. ქართველთა გუნდის საერთო მონაგარის ნახვის მსურველთ შეგიძლიათ ეწვიოთ აი ამ გვერდს. ჯერჯერობით გვაქვს 3 ვერცხლი და 8 ბრინჯაო.
კი მართალია ოქრო ბაქოს თამაშებზე აუღებელი ციხესიმაგრე გახდა, მაგრამ … ხდება ხოლმე … დღეს კიდევ გაგვახარა ქართველმა სპორტსმენმა. ძიუდოისტმა ამირან პაპინაშვილმა რეპეშაჟში დაამარცხა გერმანელი ტობიაშ ენგლმაიერი და ბრინჯაოს მედლისთვის ესპანელ ფრანსისკო გარიგოსს შეხვდა. ისიც დაამარცხა და აი შედეგიც – ბრინჯაო.
აი ვიდეოც:
https://www.youtube.com/watch?v=xOJFuFxCp2Y
ყოჩაღ ამირან!
წყარო: საქართველოს ძიუდოს ფედერაცია