ძალიან მიხარია, რომ უკვე ერთიმეორის მიყოლებით მესმის მსგავსი ფაქტები. რაც მეტი მსხვილი კომპანია მოახდენს ასეთი ტიპის ჩანაცვლებას, მით უკეთესი ყველასთვის. ამ ფაქტის შესახებ ამ ერთი კვირის წინ გავიგე, kar.ge მოძრაობის FB გვერდზეც კი გავაზიარე, მაგრამ სტატია რომ არ დამეწერა არ შემეძლო.
4 მილიონ აშშ დოლარის ჩანაცვლება წელიწადში …
ეს მეტად სერიოზული სვლაა ერთი ისეთი ბრენდისგან მხოლოდ, როგორიცაა Wendy’s Georgia. მით უმეტეს, როცა დარწმუნებული ვარ ეს ურთულესი პროცესი იქნებოდა, ვგულისხმობ ამერიკულ მხარესთან მსგავს საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებას.
მოკლედ … ყოჩაღ!
თან ასევე ვიცი, რომ SMART-ში მიდის აქცია „შეიძინე ქართული“ …
როგორც ჩანს ვისოლ ჯგუფში შემავალ კომპანიებში სტრატეგია აქვთ აქეთკენ, რომ იმპორტი ჩანაცვლდეს და ქართულის ყიდვისკენ მიიმართოს ძალისხმევა!
ნახეთ ვიდეო …