6 ნოემბერი, 2016 …
ყველის ფესტივალი 2016 …
ორგანიზატორი: სოფლის მეურნეობის სამინისტრო
მონაწილეები: კოოპერატივები, შედარებით დიდი კომპანიები, ინდ. მეწარმეები …
ერთი არაქართული წარმომავლობის წვენიც დავლანდე …
[რატომ დაუშვეს ვერ ხვდები]…ვეწვიე რა თქმა უნდა, თან 2 საათი დავყავი …
თან ქართველ და კორეელ მეგობრებთან ერთად …
თან, გადავიღე ბევრი სურათი …
ძირითადში ზურგები, ადამიანების ზურგები …
აბა პროდუქტთან ვინ მიგიშვა …
ვნახე ბევრი კარგი ადამიანი …
ძირითადში მეყველეები …
ვნახე ბევრი უცხოელი სტუმარი …
ძირითადში ტურისტები …
ამერიკის ელჩიც ვნახე …
ბზუილა კოპტერიც, ზემოდან რომ გვიღებდა …
იყო ქართული მუსიკა
ჟურნალისტების კამერებიც ბლომად იყო …
ნამდვილად კარგი გარემო იყო …
ოღონდ არ გამისინჯია არაფერი …
არც რამე მიყიდია …
ერთი-ორი ისეთი მწარმოებელი ვნახე თავისი ნაწარმით, ზუსტად რომ ვიცი რა ნაგავსაც აკეთებს …
თუმცა ეს ხომ ფესტივალი …
„ძაან არ გაიგოს სტუმარმა“ დამოკიდებულება ხომ ზენიტშია როგორც წესი …
ერთსაც გეტყვით …
ნუ დაგაბრმავებთ ფესტივალზე ხალხმრავლობა და საზეიმო განწყობა …
რეალობა შეუდარებლად მწარეა ….
რას ვგულისხმობ?
რას და …
იქ წარმოდგენილი პროდუქციის 90%+ რომ გინდოდეს ვერსად ვერ ნახავ ქსელში …
ქართული პროდუქციის რეალიზაციაზე მომუშავე ერთეულ მარკეტებშიც კი …
ფესტივალებზე კი დადის ხალხი ….
ყიდულობენ …
ყველა მწარმოებელი პრაქტიკულად ყველაფერს ყიდის ხოლმე …
ახლაც 4 საათისთვის უკვე მოსუფთავებული იყო დახლები …
მაგრამ ასეთი დღე არის 2-3 თვეში ერთი მთელი წლის განმავლობაში …
ხვდებით ხომ რასთან გვაქვს საქმე?
მე მაწუხებს, რომ მცირე მეწარმეები ყოველთვის არიან მხოლოდ „ღონისძიების დეკორაცია“ …
თუ ამ ბოლო გამუქებულში არ მეთანხმებით, დადეთ საპირისპირო მოსაზრება
აგერ თქვენ და აგერ მე და ვიდაოთ …