ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
Salato

ახალი პროდუქტი: ყველი ბერგჰოფერი – Salato

ამ უნიკალური ახალი წარმოების და მისი ახალი ყველის შესახებ ინფორმაცია რამოდენიმე კვირის წინ მომივიდა. მაშინ საყიდლად ვერ მოვიცალე. მერე რამოდენიმეჯერ შევამჩიე რეკლამა ტელევიზიაში. რამოდენიმე დღის წინ კი დახლზე გადავაწყდი ფრესკოში. რა თქმა უნდა ყიდვის შანსი ხელიდან აღარ გავუშვი.

ყველი Salato იწარმოება ახლად შექმნილი ავსტრიულ ქართული ერთობლივი საწარმოს – CHEESECO-ს მიერ საქართველოში. ნედლეულად გამოყენებულია იმპორტირებული მაღალი ხარისხის რძის ფხვნილი. 250 გრამში 4 ლარი მივეცი მგონი, ზუსტად არ მახსოვს. შეფუთვაც მშვენიერი აქვს, ვებსაიტიც და Facebook გვერდიც [ნამდვილად უნდა ეწვიოთ და ნახოთ სურათები]. ნამდვილად გემრიელია. ჩემთან ოჯახში ძალიან მოეწონათ.

ვისურვებდი სხვა ქართულ კომპანიებსაც იგივენაირად ჰქონდეთ მოწესრიგებული მარკეტინგის მხარე, როგორც ჩიიზკოს. საამაყოა, როცა სწორედ რომ საქართველოში გაკეთდა წარმოება და იმპორტით არ მოხდა ყველის შემოტანა. აი თავად Salato-ს რეკლამა, რომელიც ასევე ქართულმა კომპანიამ დაამზადა …

წარმატებას ვუსურვებ ჩიიზკოს!