ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
qama soko tetri qudi ქამა სოკო თეთრი ქუდი

ქამა სოკო – ყველაზე გემრიელი

ქამა სოკოს ხშირად ვყიდულობ კარფურში, თითქმის ყოველ შაბათ – კვირას, მიყვარს მისი მომზადებაც და ვახშამზე მირთმევაც. ყოველთვის შპს “თერი ქუდი”-ს მიერ დაფასოებულ ქამა სოკოს ვყიდულობ, იმიტომ რომ, შერჩეულია საუკეთესო სოკოები, ზუსტი წონაა და უგემრიელესია.

მართალია კომპანიის შესახებ ბევრი ინფორმაცია ვერ მოვიპოვე, მაგრამ ერთი რაც ვნახე საინტერესოა ძალიან, დეტალური საინფორმაციო ვიდეო.

ვისურვებდი ასეთი ხარისხიანი სხვა აქტივობებიც გამოჩნდეს ინტერნეტ და მთელს ქართულ სამომხმარებლო სივრცეში ჩემი საყვარელი ქამა სოკოს მწარმოებელი კომპანიისა თეთრი ქუდი. ის ინფორმაცია, რისი მოპოვებაც შევძელი კომპანიის შესახებ:

რუსთავი, რუსთავის გზატკეცილი მე-17კმ
✔კომპანია ,,თეთრი ქუდი’’,,აწარმოე საქართველოში’’ პროექტის ფარგლებში სოკოს მწარმოებელი გადამამუშავებელ საწარმოს ააშენებს. ამჟამად კომპანია, წლიურად 1300 ტონა სოკოს აწარმოებს, გაფართოვების შემდეგ კომპანიის წარმადობა 30%-ით გაიზრდება.
✔კომპანიას გააჩნია 30 სოკოს სათბური, გაფართოვების შემდეგ ქარხანას 6 სათბური დაემატება.
✔კომპანია სამი სახეობის: ქამა, კალმახა და პორტობელოს სოკოს აწარმოებს.
✔კომპანიამ შეძლო ქართულ ბაზარზე იმპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლება. ამჟამად ექსპორტს მხოლოდ სომხეთში ახორციელებს, მოლაპარაკებები მიმდინარეობს დუბაისთან და რუსეთთან.

საკონტაქტო მეილი:  tetriqudi@yahoo.com

არააქტიური ფეისბუქის გერდი

 

ეხლა კი ჩემს უსაყვარლეს რეცეპტს შემოგთავაზებთ:

ჟულიენი ქამა სოკოთი

მომზადების წესი:

სოკო დაჭერით თხელ ნაჭრებად, ხახვი – წვრილად. დაჭრილი ქამა სოკო მოხრაკეთ ზეთში ან კარაქში 5 წუთის განმავლობაში, დაუმატეთ ხახვი და კიდევ 5 წუთი ხრაკეთ. არაჟანი ჩაასხით ემალის ჭურჭელში, დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე, დაუმატეთ სოკო და ხახვი, მარილი, პილპილი და ყველაფერი ერთად კვლავ დადგით ცეცხლზე ცოტა ხნით. თუ არაჟანი თხელია, წინასწარ გაასქელეთ 1 სუფრის კოვზი მშრალ ტაფაზე მოხალული ფქვილით. მომზადებული ცხელი მასა გადაიტანეთ ჟულიენის სპეციალურ ჭურჭელში ან გამოსაცხობ პატარა ფორმებში (შეგიძლიათ გამოიყენოთ კეცი) და ზემოდან მოაყარეთ გახეხილი ყველი. შედგით გახურებულ ღუმელში ყველის მთლიანად გადნობამდე და ზედაპირის შევარდისფრებამდე. მომზადებული ჟულიენი შეგიძლიათ მორთოთ სოკოს შემწვარი ნაჭრებითა და ნებისმიერი მწვანილის ფოთლებით.