3 კვირის წინ რომ ჩემს მიერ ნაყიდი გირჩის მურაბის გაშუქებას რომ BOOM გამოხმაურება მოჰყვა მაში მივხვდი რომ იგივე ელოდა ამასაც. თქვენს წინაშეა ფიჭვის მტვერი, რომელიც რიკოთზე ამ 3 კვირის წინ ვიყიდე!
ფიჭვის მტვერი [ხშირად ნაძვის მტვერსაც უწოდებენ] – მის შესახებ ბევრი გამეგო, მაგრამ გასინჯული ერთხელაც არ მქონდა. ეხლა კი უკვე ორი ადამიანის საკონტაქტო ინფორმაცია მაქვს, ვისაც შეუძლია ამის ჩამოტანა. 2 ლარი ღირს, ალბათ 3 ან 4 გრამი იქნება. ამაზე 3 ჯერ დიდი ზომის პაკეტი 4 ლარი ღირს. სად? დაინტერესების შემთხვევაში ქვემოთ კომენტარში მივაწერ 🙂
მოხმარების რეცეპტი [როგორც ამიხსნეს] ასეთია: ამ ერთ 3 გრამიან შეკვრას გახსნი 250 გრამ თაფლში და დღეში ორჯერ, ერთ ჩაის კოვზს დილა-საღამოს მიირთმევ ჭამამდე 30 წუთით ადრე. იმდენი რამისთვის ყოფილა კარგი, რომ ჩამოთვალ ნამდვილად შორს წამიყვანდა, მაგრამ რახან აქ ამას კითხულობთ არ დავიზარებ და …
სამკურნალო თვისებები [წყარო]
- ფიჭვის მტვერი ძირითადად გამოიყენება ბრონქიტის, ფილტვების ანთებისას, ასთმური დაავადებებისგან განსაკურნავად.
- აღადგენს სისხლის თხელ კაპილარებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და იცავს შედედაბისგან, ტრომბისგან და ა.შ.
- აჯანსაღებს გულს.
- შველის ჰაერის უკმარისობას.
- ცხიმოვანი დაავადებებსა და არტერიულ წნევებს.
- გამოიყენება პროფილაქტიკის მიზნით, განსაკუთრებით კარგად მოქმედებს ახლად ნაოპერაციევ ორგანიზმზე გამაგრების მიზნით.
- ანადგურებს ტუბერკულოზის ჩხირებს, სხვადასხვა ბაქტერიებს და ხელს უშლის კიბოს განვითარებას.
- ზამთარში და გაზაფხულზე ვიტამინების სიმცირისას კარგი საშუალებაა იმუნიტეტის აღსადგენად.
თქვენ გამოგიყენებიათ? რა შედეგი მოგცათ?