18 დეკემბერს, გამოწვევის 30-ე დღეს უკვე ჩაის წარმოგიდგენთ.
მაისის ჩაის, რომელიც წარმოებულია ტყიბულში.
ვიყიდე მაღაზიაში – „მხოლოდ ქართული“, მიცკევიჩის 20-ში.
4,05 ლარი ღირს ეს კონკრეტული 100 გრამიანი შეფუთვა.
დასაყენებელი ჩაია რა თქმა უნდა.
გემო და არომატი შესანიშნავი აქვს!
ერთს ვისურვებდი მხოლოდ: ვებსაიტი და FB გვერდი ჰქონდეს ამ უძველესი ისტორიის მქონე ნატურალური ჩაის ქართულ ბრენდს!
ინფორმაციისათვის:
2018 წლის 1 დეკემბერიდან 30 დეკემბერის ჩათვლით, 30 დღის განმავლობაში მე – ტარიელ ზივზივაძე ყოველ დღე ვიყიდი ადგილობრივი წარმოების ბრენდირებულ ქართულ ხარისხიან ნაწარმს, ჩავწერ FB ვიდეოს და გამოვიწვევ ჩემს მინიმუმ 3 მეგობარს გააკეთონ იგივე 24 საათში. გიწვევთ თქვენც ჩაერთოთ. როგორ? გააკეთეთ იგივე – როცა მოახერხებთ იყიდეთ ბრენდირებული ქართული ნაწარმი, ჩაწერეთ FB ვიდეო და გამოიწვიეთ თქვენი მეგობრები!
ეს გამოწვევა არის რიგით მე-7. მიზანი მარტივია: ვიყიდოთ ქართული პროდუქცია და მაგალითი მივცე სხვებს. სწორედ გაყიდვებია მთავარი, რაც ამოძრავებს ბიზნესს. იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
გავაკეთოთ ქართული საქმე ერთად!