ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ქართული ტრადიციული მეღვინეობა qartuli tradiciuli megvineoba
ქართული ტრადიციული მეღვინეობა qartuli tradiciuli megvineoba

ტრადიციები, რომლებიც აძლიერებს საქართველოს

ქართულია & kar.ge-ა!

დღეს სრულდება ჩვენი პროექტი ქართულია და Kar.ge -ა, 30 დღიანი მეგა გამოწვევა.

ძალიან ბევრი ვიფიქრე რით დამეხურა თემა 🙂 თემის დახურვა დროებით, ვინაიდან ის მუდმივია და მისი ფესვები ძალიან ღრმაა. გადავწყვიტე ტრადიციებს შევხებოდი, ტრადიციების ფესვები ხომ ძალიან ღრმაა, ძალიან ქართული და ძალიან სათუთი ჩვენთვის ქართველებისთვს. ამიტომ დღე #30 – ჩემი შერჩეული კომპანია ასე გამოიყურება – „კახური ტრადიციული მეღვინეობა”.

“კახური ტრადიციული მეღვინეობა” დღესდღეობით ღვინისა და ბრენდის მწარმოებელი ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში. იგი მსოფლიოს მრავალ ბაზარზე აწარმოებს თავისი პროდუქციის ექსპორტს, ამ ქვეყნებს შორისაა ინგლისი, გერმანია, ლატვია, ლიტვა, ბელორუსია, უკრაინა, ყაზახეთი, ჩინეთი, ტაივანი, ჰონგ კონგი, – აი მესმის ქართულის პოპულარიზაცია – ბრავისიმო, ქების, წახალისების და ჩვენი მხარდაჭერის ღირსები ნამდვილად არიან. კომპანიამ თანამედროვე ტექნოლოგიებისა და კახური მეღვინეობის უძველესი ტრადიციების შერწყმით შეძლო შეენარჩუნებინა ღვინის უნიკალური გემო და ამასთან ერთად, შექმნა თავისი ახალი განუმეორებელი სტილი.

მე კომპანიის წარმოება 3 წლის წინ გავიცანი, დავაგემოვნე და მინდა გითხრათ რომ ნამდვილად ქართულია, ნამდვილად ტრადიციულია და დაგემოვნება აუცილებლად ღირს.

კომპანიის ულამაზესი სასაჩუქრე ტრადიციული შეფუთვებით მუდმივად ვაოცებ ჩემს უცხოელ სტუმრებს და მეგობრებს.

მიუხედავად დიდი წარმატებისა მოვუწეოდებ კომპანიის მმართველ გუნდს მეტი აქტივობისკენ, როგორც ფეისბუქის გვერდზე ასევე საიტის განახლების მხრივ.

აი რაც შეეხება ვებ გვერდს – საინტერესო ინფორმაციებითა და სრულყოფილი კატალოგით, თუმცა მოძველებული დიზაინითა და ტექნოლოგიებით გადაწყვეტილი. სიამოვნებით დავხატავდი ახალ თანამედროვე დიზაინს და ვითანამშრომლებდი მსგავსი წარმატების მქონე კომპანიასთან.

მინდა რომ ყველგან გხედავდეთ, მინდა რომ უფრო მეტი წარმატება მესმოდეს ამ კომპანიის შესახებ.

სახელს რომ ვიგებ „კახური ტრადიციული მეღვინეობა” – თბილია, ნაცნობია და ჩემია.

 

დაძებნეთ, იყიდეთ, გასინჯეთ და თქვენი აზრი გაგვიზიარეთ : )

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.