ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
სექტემბერი-2015

სექტემბერში kar.ge-ს 78,840 სტუმარმა 111,154 გვერდი დაათვალიერა

შესავალშივე მინდა ხაზგასმით ვთქვა:

ჩვენ არ ვმალავთ სტატისტიკას როგორც ბევრი სხვა საიტი და არ ვატყუებთ ჩვენს სტუმარს. როცა კარგი რეიტინგი გვაქვს ვწერთ, როცა ეს რეიტინგი ვარდება იმასაც ვწერთ. ჩვენთან არ დევს Google Analytics-ის „გაბერილი“ მრიცხველი. kar.ge-ზე მუდმივად ღიაა TOP.ge სტატისტიკა და მისი შემოწმება ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი ნებისმიერი მოწყობილობიდან. ამით ჩვენ ხაზს ვუსვამთ ჩვენს სიძლიერეს. გამგები გაგვიგებს!

სექტემბერში დავარდა ვებსაიტის რეიტინგი. მიზეზი სამია: 1) სამწუხაროდ მოძრაობა kar.ge-ს გამოაკლდა ვებ პარტნიორი თავისი იმ რესურსებით, სადაც ჩვენ ვაზიარებდით kar.ge შინაარსს. თან გამოგვაკლდა ყველაზე ისეთ მომენტში, როდესაც ძალიან გვჭირდებოდა მხარდაჭერა; 2) 26-27 სექტემბერის გამოფენა-გაყიდვაზე გადართულებმა სათანადო ყურადღება ვერ დავუთმეთ ვებსაიტზე მუდმივად განახლებადი შინაარსის შექმნას; 3) რამოდენიმე ინტერნეტ-რესურსის მფლობელი, რომელიც გვერდში დგომას გვპირდებოდა სექტემბერში, რეალურად „ყანწპატრიოტი“ აღმოჩნდა და საქმე საქმეზე როცა მიდგა უარი გვითხრა. თუმცა გვირაბის ბოლოს ნათელი მაინც გამოჩნდა და მალე დავიწყებთ აღმასვლას 🙂

ციფრები ასეთია …

2015 სექტემბერში [1-30] kar.ge-ზე ჯამში დაფიქსირდა:

  • სულ საიტის სტუმრები – 78,840
  • სულ გვერდების დათვალიერება – 111,154
  • დღეში სტუმართა საშუალო რაოდენობა – 2,628
  • დღეში გვერდების დათვალიერების საშუალო რაოდენობა – 3,705
  • მაქსიმალური სტუმრიანობა დღეში – 6,116 სტუმარი, რომელთაც 8,095 გვერდი დაათვალიერეს;

წყარო: kar.ge Google Analytics