წარმოიდგინეთ … მომქანცველი მგზავრობის შემდეგ ჩადიხართ ქვეყანაში და პირველივე სიურპრიზი მესაზღვრის ღიმილიანი დახვედრა და თან საჩუქარი … თან როგორი საჩუქარი … ნაღდი ქართული ღვინო … აი ასე ხვდება ყოველ საერთაშორისო სტუმარს მეწარმეობის განვითარების სააგენტო უკვე მეორედ და ასე დადებითად აცნობს ქვეყანას ჯერ კიდევ საზღვართან მყოფ ტურისტს.
და რას შვება თვალებგაფართოვებული სტუმარი? რა თქმა უნდა აღფრთოვანებას ვერ მალავს, იღებს სმარტფონს, იღებს სელფს და აზიარებს … და ამას მოჰყვება მოზიტივის კორიანტელი მის სამეგობროში.
ძალიან მაგარია!
ეს სურათების კოლაჟი მეწარმეობის განვითარების სააგენტოს FB გვერდიდან ჩამოვტვირთე სწორედ რომ ეფექტის საჩვენებლად. აქ კი თავად ოფიციალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ აქციის შესახებ.
თუ გავითვალისწინებთ, რომ თითოეული შემომსვლელი ტურისტი 800 აშშ დოლარზე მეტს ხარჯავს ამ ქვეყნის განვითარებაში, მისთვის საჩუქრად გადაცემული ეს სიმბოლური საჩუქარი [ალბათ 5 აშშ დოლარამდე ღირებულების] მას ნამდვილად დადებითად შეაგულიანებს, რომ მეტი დახარჯოს.