ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

სასწრაფოდ!!! მწარმოებლებო, შანსი გაქვთ თქვენი პროდუქცია მოხვდეს კორეაში IFFE 2016-ზე

მოგესალმებით ძალიან კარგი ინფორმაციით,

თუ აწარმოებთ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე პროდუქტს, გაქვთ შანსი თქვენი პროდუქციის ნიმუში მოხვდეს ძალიან მაგარ საერთაშორისო ექსპოზე – IFFE 2016.  ესაა პრიორიტეტულ პროდუქტთა სია, რომელიც გვინდა წავიღოთ მცირე ზომით [თითოეული 2 კგ-მდე] და გამოვფინოთ [ასევე მოვაწყობთ დეგუსტაციასაც]:

  • აჯიკა, ცხარე და ძალიან ცხარე;
  • ჩვეულებრივი ან/და შებოლილი სულგუნი ვაკუუმში;
  • ნივრის მწნილი;
  • ჯონჯოლი;
  • დამბალხაჭო;
  • კალტი;
  • გუდის ყველი;
  • რაჭული ლორი;
  • ტენილი ყველი;

თქვენზეა მხოლოდ ნიმუში. ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტების ტრანსპორტირებას ჩვენ უზრუნველვყოფთ ჩვენი წონის ლიმიტის ფარგლებში. აქვე გეტყვით, რომ: 1) პროდუქტს უნდა ჰქონდეს სასაქონლო ფორმა, 2) პროდუქტი უნდა იყოს სათანადოდ შეფუთული და უმაცივროდ ინახებოდეს 10 დღე მაინც;

ჩვენ უკვე მიგვაქვს KAR.GE კატალოგის წევრი კომპანიების წარმოებული ძალიან მაგარი პროდუქცია: ბებოს ჩურჩხელა, კამპას ქართული წვენები და ნექტარები, გრეიფის თათარა, ჩაი შემოქმედი, თაფლი ფეფე, ჩირკოლადი. ჩვენთან ერთად მოდის კომპანია ჩირიფრუტი, რომელსაც თავისი უნიკალური ნაწარმის სრული ასორტიმენტი მოაქვს თან. ამ კომპანიების ლოგოები იქნება სტენდებზე [სულ 6 სტენდი გვაქვს] და ინფორმაცია განთავსდება ორგანიზატორების მიერ დაბეჭდილ სპეციალურ დირექტორიაში. მოძრაობა KAR.GE-ს შექმნილ K სავაჭრო ნიშნის სტენდზე კი წარმოდგენილი იქნება სვანური მარილი და რამოდენიმე სხვა პროდუქტი [ხორბლის, თაფლის და ტყემლის არაყი, ქართული ღვინოები, თაფლი და ა.შ.], მათ შორის ამ განცხადების ფარგლებში მოწოდებული პროდუქციას. გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ პროდუქტის საგამოფენო ნიმუშზე მიკრული იქნება K სავაჭრო ნიშანი.

თუ აწარმოებთ რომელიმე სხვა ქართულ საკვებ პროდუქციას, რომელიც ამ სიაში არ არის, მაგრამ გსურთ, რომ წარვადგინოთ, დაგვირეკეთ. ჩვენ წონის ლიმიტი უკვე ამოვწურეთ. თუ რამეს დავამატებთ, ფრენისას დამატებული წონის გადასახდელი თქვენზეა [კილოზე არის 20 $-მდე]. დაგვიკავშირდით. ეს რეალური შანსია, რომ თქვენი პროდუქტი მოხვდეს საერთაშორისო ექსპოზე!!! სრულ მედია მასალას [ვიდეო, FB Live, სურათები] ჩვენ მოგაწვდით.

 

ტელეფონი: 577 73 79 64 [ტარიელ ზივზივაძე]

გთხოვთ დარეკეთ დღის საათებში 11 და 12 ოქტომბერს. ნიმუშების მოწოდების ბოლო ვადაა 15 ოქტომბერი.

 

 

PS

IFFE 2016 – ფერმენტირებული საკვების მე-14 საერთაშორისო გამოფენა – International Fermented Food Expo 2016 წლის 20-24 ოქტომბერს გაიმართება. ქართული კომპანიების მონაწილეობის ორგანიზატორები არიან World-OKTA [ http://www.okta.net/ ] თბილისის ოფისი, მსოფლიოში უდიდესი კორეული ეკონომიკური ქსელია 30 წლიანი ისტორიით და 70 ქვეყანაში 137 ოფისით და მოძრაობა KAR.GE [ https://kar.ge ] საზოგადოებრივი მოძრაობა, რომლის მიზანია საქართველოში წარმოებული პროდუქციის ცნობადობის, გაყიდვების და ექსპორტის ზრდა. დეტალური ინფორმაცია თავად გამოფენის შესახებ ნახეთ აქ: http://www.iffe.or.kr/2016_english/

პროცესის ქრონოლოგია იყო ასეთი: