ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

[სასწრაფოდ] მოძრაობა KAR.GE იწვევს კომპანიებს კორეაში მე-14 IFFE-ში მონაწილეობისათვის

იყო სამხრეთ კორეაში გამართული მე-14 უზარმაზარი საერთაშორისო FOOD Expo-ს კორეული ორგანიზატორის ქართველი პარტნიორი და წარადგინო კვების პროდუქციის მწარმოებელი ქართული კომპანიები კორეაში ასეთი დონის საერთაშორისო ექსპოზე … WoW, ცოტა ხნის წინ ჩვენ მსგავს შესაძლებლობაზე ვერც კი ვიოცნებებდით, ეხლა კი ეს რეალობაა … მოძრაობა KAR.GE საერთაშორისო მასშტაბის პირველი ღონისძიების თანაორგანიზატორია!!! და ეს ძალიან გვეამაყება!!! ვეძებთ 10-მდე ქართულ კომპანიას, რომელთა მონაწილეობას კორეის მხარე სრულად აფინანსებს!

 

მოწვევა ქართულ კომპანიებს ფერმენტირებული საკვების მე-14 საერთაშორისო ექსპოზე სამხრეთ კორეაში.  IFFE 2016 წლის 20-24 ოქტომბერს გაიმართება

World-OKTA Tbilisi და მოძრაობა KAR.GE ვიწვევთ 10-მდე ქართული კვების პროდუქტების მწარმოებელ კომპანიას სამხრეთ კორეაში ფერმენტირებული საკვების მე-14 საერთაშორისო გამოფენაში – International Fermented Food Expo მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 2016 წლის 20-24 ოქტომბერს გაიმართება. World-OKTA [ http://www.okta.net/ ] მსოფლიოში უდიდესი კორეული ეკონომიკური ქსელია 30 წლიანი ისტორიით და 70 ქვეყანაში 137 ოფისით, მათ შორის თბილისშიც. მოძრაობა KAR.GE [ https://kar.ge ] საზოგადოებრივი მოძრაობაა, რომლის მიზანია საქართველოში წარმოებული პროდუქციის ცნობადობის, გაყიდვების და ექსპორტის ზრდა.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა ქართულ კომპანიებს აქვთ IFFE-ში მონაწილეობის შანსი. ეს არის დიდებული შესაძლებლობა მწარმოებლებისათვის, რომ თავიანთი წარმოებული პროდუქცია წარადგინონ მსოფლიო კლასის საერთაშორისო გამოფენაზე, დაამყარონ კავშირები აზიურ მყიდველებთან და სადისტრიბუციო ქსელებთან და გააფართოვონ გაყიდვები აზიის ბაზრების მიმართულებით. მე-14 IFFE მსოფლიო თასის სტადიონზე ქალაქ Jeonju-ში გაიმართება. ექსპოს ოფიციალური ინგლისურენოვანი ვებსაიტია – http://www.iffe.or.kr/2016_english/

World-OKTA და მისი თბილისის წარმომადგენლობა ზრდის პოტენციალის მქონე ქართველ მწარმოებლებს უპრეცედენტო მხარდაჭერას სთავაზობს:

  • თითოეული მონაწილე კომპანია მიიღებს 9მ2 უჯრედს თავისი პროდუქციის გამოსაფენად უფასოდ [გადახდის შემთხვევაში თითოეული ასეთი უჯრედის ღირებულება 2,000 USD აღემატება]. სულ ქართული კომპანიებისათვის გამოყოფილია 10-მდე უჯრედი უფასოდ;
  • ლანჩი და სადილის ხარჯი 5 დღის განმავლობაში. ეს დაახლოებით 150 $ ხარჯია ეს მონაწილე ადამიანზე [დღეში 2 * 5 დღე * მინიმუმ 15 $ თითო ლანჩი/სადილი];
  • ადგილზე საორგანიზაციო საკითხებში დახმარება;
  • ფასდაკლება სასტუმროში;
  • ტრანსპორტირება ადგილზე აეროპორტი ↔ ექსპო და სასტუმრო ↔ ექსპო მგზავრობები სპეციალური გამოყოფილი ავტომობილით;

ქართული კომპანიების ხარჯი იქნება საერთაშორისო ფრენა და სასტუმრო [ისიც ფასდაკლებული].

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ დაუკავშირდით მოძრაობა KAR.GE-ს: 577 73 79 64 და info@kar.ge. საჭიროა განაცხადის თანდართული ფორმის შევსება და რუსთაველის 14-ში – W-Okta-ს თბილისის ოფისში მიწოდება. დედლაინი კომპანიის მონაწილეობის საბოლოო დადასტურებისათვის არის 20 ივლისი. შესაბანისად პირველადი რეგისტრაციის ფორმა წარმოსადგენია უმოკლეს დროში.

 

კითხვა & პასუხი

როგორ დავრეგისტრირდე?

კომპანიამ უნდა შეავსოს თანდართული რეგისტრაციის ფორმა და წარადგინოს იგი W-Okta-ს თბილისის ფილიალში რუსთაველის 14-ში, თბილისში 20 ივლისამდე. W-Okta-ს თბილისის ფილიალიდან რეგისტრაცია გაიგზავნება IFFE ორგანიზატორებთან კორეაში, საიდანაც მოსული დამოწმება, უჯრედის ნომერი და სხვა აუცილებელი ინფორმაცია მიეწოდება კომპანიას ისევ და ისევ W-Okta-ს თბილისის ფილიალის მიერ.

რომელი სახის საკვებია რეკომენდებული IFFE-ში?

პრაქტიკულად შეზღუდვა არ არის, თუმცა რეკომენდებულია ფერმენტირებული პროდუქცია.

ქართულ კომპანიებს დამატებით რა მომსახურებების მიღება შეუძლიათ IFFE-სგან?

  1. ბიზნეს შეხვედრების მომსახურება. 2 დღიანი საქმიანი შეხვედრების სერია დისტრიბუტორებთან და მყიდველებთან;
  2. მთარგმნელობითი მომსახურება. ინგლისურ, ჩინურ, იაპონურ ენებზე თარგმანი;
  3. ბიზნეს ინსპექტირება. მოთხოვნის შემთხვევაში კორეული პროდუქციის და რეგიონალური კვების კომპლექსის მონახულება;
  4. პიარ მომსახურება. IFFE ბიზნეს დირექტორიაში უფასოდ ჩასმა. სტატიებში, მედია მასალებში განთავსება;
  5. სხვა. სასტუმროს ფასდაკლება, ავტობუსით მომსახურება;

შეუძლია თუ არა კომპანიას თავისი სარეკლამო მასალების თან წაღება?

დიახ.

ერთი კომპანიდან თუ შეიძლება რამდენი ადამიანი წავიდეს IFFE-ზე?

რეკომენდებულია 1-3, თუმცა შეზღუდვა არაა.

არის თუ არა რაიმე ლიმიტი პროდუქციის წონაზე?

არა.

სად იცხოვრებენ კომპანიის წარმომადგენლები?

სასტუმროში, რომელიც საგამოფენო სივრცის სიახლოვეშია.

სად შეინახება ჩატანილი პროდუქცია?

ექსპოს აქვს სათანადო საწყობი. პროდუქციის შენახვა შესაძლებელი ასევე თავად საგამოფენო უჯრედში.

რა მოხდება, თუ დავრეგისტრირდი, მაგრამ ოქტომბერში ვერ მივიღე მონაწილეობა?

გთხოვთ დარეგისტრირდით მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ 100% აპირებთ მონაწილეობას.

როგორ გავიგო წინა ექსპოს შესახებ ინფორმაცია?

2015 წლის IFFE-ს შეჯამება: http://www.jetro.go.jp/j-messe/tradefair_en/IFFE2015_47545

დაახლოებით რა ჯდება საერთაშორისო ფრენა, სასტუმრო და კვება?

საერთაშორისო ფრენა სეულამდე – 700-900 USD;

სასტუმრო 2 ადამიანზე საუზმით 100 USD. სპეციალური ფასდაკლებით 70 USD;

 

დაგვიკავშირდით ტელეფონზე 577 73 79 64 უმოკლეს დროში, ვინაიდან განაცხადების მიღების ბოლო ვადა 20 ივლისია, ადგილები კი ძალიან ცოტა.