სულ რამოდენიმე დღეა რაც ეს ინფორმაცია გავრცელდა …
მადლობა სტატისტიკის დეპარტამენტს ამ კვლევისთვის …
თურმე საქართველოში:
- 2014 წლის მონაცემებით 77 ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, სადაც წლის განმავლობაში ჯამში 240,000-ზე მეტი სული ცხოველი და ფრინველი დაიკლა;
- 2014 წლის განმავლობაში 15990,6 ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა), საიდანაც უდიდესი ნაწილი (94.0%) მსხვილფეხა პირუტყვის ხორცზე მოდიოდა;
- 2014 წელს 57 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომლებშიც 2014 წლის განმავლობაში მაცივრებში შენახული (განთავსებული) იყო 164.0 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 66.8 %-ს წარმოადგენდა პირუტყვის ხორცი;
- 2014 წელს საქართველოში 40 ელევატორი [მარცვლეულის შესანახი დაწესებულება] ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც (60,0%) ქვემო ქართლის რეგიონში იყო განთავსებული;
- 2014 წლის განმავლობაში ელევატორებში შენახული (განთავსებული) იყო 134,2 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 62,1%-ს წარმოადგენდა ხორბალი;
გაცილებით მეტს ნახავთ კვლევაში …