ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
საირმე

საირმე – დღე #11, 30 დღიანი გამოწვევა

დღეს მიუხედავად იმისა რომ ბევრი ვეცადე, ჩემს მიერ ნაყიდ საირმეს ბოთლს წესიერი სურათი მაინც ვერ გადავუღე. თან სტატია ადრე უნდა დამეწერა, თორემ ვერ მოვასწრებდი საღამოს. იქ, სადაც ვიყავი, უკეთესი ფოტოს გადასაღები სიტუაცია არ იყო. ამიტომაც გადავწყვიტე ჩემი ნაცოდვილარი ფოტო აქ გიჩვენოთ მოკრძალებულად, სტატიის მთავარ სურათად კი 26-27 სექტემბერს გამოფენა-გაყიდვაზე პროფესიონალი ფოტოგრაფის – ანა ეჯიბიას, ჩვენი მეგობრის მიერ გადაღებული ფოტო გამოვიყენო.

sairme-mine

საირმე            

პირველადი წყაროები საირმის წყლების შესახებ 1893 წელს, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოდან გვხვდება. იმერეთში, ერისთავების კუთვნილ ტყეებში, ირმების ამოჩემებული ადგილი პირველად მონადირეებმა შენიშნეს. ლეგენდის თანახმად, წყალი აღმოაჩინეს დაჭრილი ირმის კვალს ადევნებულმა ძმებმა. წყარო ჟანგით გადაწითლებულ ქვებზე მოედინებოდა, მის გარშემო კი ყველაფერი მარილს გადაეთეთრებინა. ირმის ჯოგები მარილს და წყალს მორიგეობით ეტანებოდნენ. ამიტომაც იქაურობას საირმე უწოდეს.

ადგილს ყურადღება მწყემსებმაც  მიაქციეს და კიდევ ერთი უჩვეულო რამ აღმოაჩინეს – ირმების წყაროდან დაახლოებით 3 კმ-ის მოშორებით, ერთ ადგილას ბალახი მუდამ მწვანე რჩებოდა, თოვლს არ დებდა, მიწა კი წვიმის მოსვლიდან რამდენიმე წუთში გამშრალი იყო. „ჯადოსნური“ ველის საიდუმლოს ფარდა 20-იან წლებში აეხადა, როცა გეოლოგებმა მიწის სიღრმეში ცხელი მინერალური წყალი აღმოაჩინეს.

იმ დროიდან დაიწყო საირმეს ისტორია.

დღეს საირმე განსაკუთრებული და სათუთად მოვლილი ბრენდია რიგიანი ვებსაიტით, Facebook გვერდით და მარკეტინგული აქტივობით, რომელშიც 26-27 სექტემბერს ჩვენს მიერ ორგანიზებულ გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობაც შედიოდა. საირმეს 18-20 დეკემბერს ასევე იხილავთ ჩვენს მეორე გამოფენა-გაყიდვაზე, რომელიც სავაჭრო & ბიზნეს ცენტრ ქარვასლასთან ერთად ქარვასლაშივე ტარდება.