შარშან თუ გახსოვთ დიდი ხმაური გამოიწვია საბავშვო ბაღებში რუსული შოკოლადების დარიგების თემამ. და სავსებით სამართლიანადაც. აი ორიგინალი სტატია. წელს კი ჩვენი საბავშვო ბაგა-ბაღების ბავშვები საჩუქრებად ქართულ კამფეტებს და შოკოლადებს იღებენ 🙂
უ ღ რ მ ე ს ი მ ა დ ლ ო ბ ა მინდა გადავუხადო თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო-ს და მის ხელმძღვანელს – ბნ. Kakhaberi Gvantseladze-ს იმისათვის, რომ ბავშვებს საახალწლო საჩუქრების სახით ქართული (Barambo • ბარამბო) წარმოების კამფეტები და შოკოლადები დაურიგეს ????.
დ ი დ ი მ ა დ ლ ო ბ ა ლელა მაჩაბლიშვილი, რომ შარშან სწორად წამოსწიე ბაგა-ბაღებში რუსული კამფეტებისა და შოკოლადების დარიგების თემა. როგორც ხედავთ, შედეგი სახეზეა 🙂
და დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, რომელიც ამ ძალიან პოზიტიურ ამბავს გ ა ა ზ ი ა რ ე ბ თ 🙂
როგორ ხედავთ როცა ნება არის, ყველაფერი შესაძლებელია საერთო ძალისხმევით!