თხილი მოგყავთ?
როგორ უნდა შეინახოთ იცით?
ბევრი ფერმერი თხილს პოლიეთილენის ტომარაში ინახავს, რაც სრულიად არასწორი მიდგომაა და მას შეუძლილა საფრთხის ქვეშ დააყენოს თხილის საბოლოო ხარისხიანობა. ბნ. გელა ჩანტურია, კოოპერატივი „ლაზი-„ს ხელმძღვანელი დაგვაკვალიანებს როგორ შევინახოთ თხილი ისე, რომ ხარისხი არ დაეკარგოს.
რამოდენიმე რჩევა თხილის ხარისხის შესანარჩუნებლად:
- ჩამოცვენილი თხილი მალე უნდა ავკრიფოთ მიწიდან;
- გამოშრობის შემდეგ ტენიანობა უნდა იყოს 6%-ზე ნაკლები;
- შევინახოთ ჯვალოს ჰაერგამტარ ტომრებში;
- უნდა შევინახოთ მშრალ ადგილას;
დანარჩენი თქვენი თვალით ნახეთ და თქვენი ყურით მოისმინეთ.
ვიდეოს ავტორია Mosavali.org, რომლის Facebook გვერდზე და YouTube არხზე უამრავი სხვა სასწავლო ვიდეოს ხილვა შეგიძლიათ. kar.ge-ზე ვიდეოს და სტატიის განთავსება ხდება მოძრაობა KAR.GE-სა და Mosavali.org-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად.