როცა ყიდულობ ქართულს, შენი გადახდილი ფულით ასაქმებ საქართველოს მოქალაქეს, აძლიერებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ ქართულ სახელმწიფოს. პატრიოტიზმის ამაზე კონკრეტული გამოხატვა რთული მოსაძებნია. დაიმახსოვრეთ ეს!
ქართული წინდის მუდმივი მყიდველი ვარ. ეს ჯიგარი კი ახლახან აღმოვაჩინე და ძალიან გამიხარდა. ხედავთ უკვე როგორი ხარისხიანი პროდუქციის წარმოება შეგვიძლია საქართველოში? სამედიცინო პროფილაქტიკური დანიშნულების წინდა ვერცხლის შემცველობით – ქართული წინდას მორიგი ახალი პროდუქტია ბაზარზე. როგორც ჩანს ვერცხლს ჰქონია განსაკუთრებული თვისებები, რომელიც წინდაში გამოდგება. მე როგორც ამ წინდის მომხმარებელმა დადასტურებით შემიძლია ვთქვა, რომ ფული ხარისხიან ქართულ პროდუქციაში გადავიხადე.
რა სამკურნალო თვისებები აქვს ვერცხლს?
[წინდის ეტიკეტზეა დაწერილი ეს ტექსტი]- ანტიბაქტერიული – მნიშნელოვნად ამაღლებს იმუნურ ფუნქციას, რომელიც განსაკუთრებულად სასარგებლოა დაბალი იმუნური აქტივობის დროს;
- ანტისტატიკური – ვერცხლი წარმოადგენს საუკეთესო გამტარს, რომელსაც გადააქვს მუხტები, რითაც უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა ფეხებში. ვერცხლის წინდებში ფეხი ნაკლებად იღლება და ოფლიანდება;
- ანტისეპტიკი – ახშობს უმრავლესი დაავადებების გამომწვევ მიკრობებს, ვირუსებსა და სოკოს. ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას;
- თერმორეგულაცია – ვერცხლის საუკეთესო თერმოგანტარობის ხარჯზე სითბო თანაბრად ნაწილდება მთელ ზედაპირზე. ამის შედეგად ვერცხლის წინდა ზამთარში არის თბილი, ზაფხულში კი გრილი;
ქართულ წინდას დიდი ხანია ვიცნობ, საწარმოშიც ნამყოფი ვარ და ჩემი თვალით მაქვს ნანახი თუ როგორ იკერება წინდები. ასე რომ ნამდვილად ქართულია & kar.ge-ა (y). იყიდეთ და გამოსცადეთ თქვენც. მე პირადად გლდანში მდებარე სავაჭრო ცენტრ – „ევრაზია“-ს მეორე სართულზე შევიძინე ეს კონკრეტული წინდა 6 ლარად სხვა მეორე წინდასთან ერთად, რომელიც ასევე გამორჩეულია და რომელსაც სხვა დროს გაგაცნობთ.