იცით რას ნიშნავს 2 ნიშნა ეკონომიკური ზრდა?
ეს ნიშნავს ქვეყნის განვითარებას და მეტ ფულს თქვენს ჯიბეში!
დიახ, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე!
იცით როგორ მივიღოთ ქვეყანაში 2 ნიშნა ეკონომიკური ზრდა?
ნახეთ ვიდეო და მიხვდებით რა არის საჭირო ამისთვის!
ასე ღიად და დაუფარავად KAR.GE სათქმელი აქამდე ჯარსად მითქვამს …
12 წუთში ნაჩვენებია გზა, თუ როგორ მივიღოთ ქვეყანაში ასეთი შედეგი!
მოცემული გამოსვლა 2016 წლის 8 აპრილს შედგა, ტექნოპარკში. ღონისძიების სახელწოდება – „ინოვაციები და ციფრული ეკონომიკა“. საბედნიეროდ მხვდა წილად პატივი, რომ საპატიო ადამიანების გარემოცვაში ღიად მესაუბრა მოძრაობა KAR.GE-ს მთავარ იდეაზე.
დიდი მადლობა Business Georgia-ს, GITA-ს, მსოფლიო ბანკს და მთელ საორგანიზაციო ჯგუფს, რომ ამ დიდ ინოვაციურ შეკრებაში მონაწილეობის შესაძლებლობა მომეცა. ცალკე განსაკუთრებული მადლობა ამ ვიდეოსათვის. უნიკალური შესაძლებლობა მეძლევა ფართოდ გავაზიარო ჩემი სათქმელი.
მოკლე რეზიუმეს სახით …
როგორ მივიღოთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა საქართველოში?
პრობლემა: 2015 წელს საერთაშორისო გადმორიცხვების გზით საზღვარგარეთ მომუშავე საქართველოს მოქალაქეებისაგან შემოვიდა 1,044,000,000+ USD, ინვესტიციების მოცულობა იყო 1,800,000,000+ USD, ტურიზმისგან შემოვიდა 1,935,000,000+ USD, ექსპორტისგან კი 2,200,000,000+ USD. ეს კარგია, მაგრამ იმპორტი იყო 7,600,000,000 USD-ზე მეტი და წავედით მინუსში. ასე ხდება ყოველ წელს, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ უფრო და უფრო დიდ მინუსში მივდივართ.
გამოსავალი: ერთდერთი გამოსავალი, რომ საქართველო წავიდეს წინ, ქვეყანა განვითარდეს, მოქალაქის კეთილდღეობა ამაღლდეს და მაჩანჩალა ქვეყნიდან რეალურ ძალად გადავიქცეთ არის მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი პროდუქციის შეძენა. ამ კუთხით უზარმაზარი რესურსია, რომელიც ამ სტატიაშია დასაბუთებული. სწორედ ეს რიცხვები და კალკულაციაა გადმოცემული ვიდეო გამოსვლაში მარტივად და გასაგებად.