ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკის ღია პირველობაში ღებულობს მონაწილეობას. მეხუთე ნომრად განთესილი ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე პირველ ეტაპზე ესპანელი ორიოლ როკა ბატალა იყო, რომელიც ამჟამად 218-ე პოზიციას იკავებს. რაც შეეხება ნიკოლოზს, ის 97-ე ადგილზეა მსოფლიო რეიტინგში.
საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდი ნიკამ მოიგო ანგარიშით 6:2, 6:4. წინ კიდევ ორი რაუნდია და იმედი ვიქონიოთ, რომ ნიკას მთავარ ბადეში ვიხილავთ.
წარმატებები მას!