საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარიერაში პირველად “ჩელენჯერის” კატეგორიის ტურნირი მოიგო. ჰოლანდიის ქალაქ შვენინგენში გამართული ტურნირი (საპრიზო ფონდი 42 500) ნიკოლოზ ბასილაშვილის გამარჯვებით დასრულდა. ნიკოლოზმა ფინალში მსოფლიო რეიტინგის 122-ე ნომერი, რუსი ანდეი კუზნეცოვი 3 სეტში 6:7, 7:6, 6:3 დაამარცხა. ნიკოლოზ ბასილაშვილს მოწინააღმდეგის დასამარცხებლად 2 საათი და 18 წუთი დასჭირდა. ნიკოლოზმა 5 ეისი ჩაწოდა და ამდენივე ორმაგი შეცდომა დაუშვა. კუზნეცოვს 7 ეისი და 4 ორმაგი შეცდომა ჰქონდა.
ამ გამარჯვებით ქართველმა ჩოგბურთელმა 6 150 ევრო მოიგო და რეიტინგში 90 ქულა დაიმატა. ამ დროისთვის ლაივ-რეიტინგში ბასილაშვილი 90-ე ადგილზე იმყოფება. ხვალ კი ოფიციალურად განახლებული რეიტინგი გამოქვეყნდება და პირველი შემთხვევა იქნება, როცანიკოლოზ მსოფლიოს 100 საუკეთესო ჩოგბურთელს შორის იქნება.
დაა აიიიი დადგაააა ის ნანატრი წამები რასაც ამდენი ხანი ველოდით სულმოუთქმელად ყველა ქართველი ქომაგი ! ნიკამ მოიგო ჩელენჯერის ტურნირიი, ამ მოგებით კი მას საუკეთესი 100 ეულში ვიხილავთ! ახალი კლასიფიკაციით ნიკოლოზი სავარაუდოდ 90 ადგილს დაიკავებს! ვულოცავთ მას ამ უდიდეს გამარჯვებას მთელი საქართველოს სახელით!
წყარო: Nikoloz Basilashvili FB გვერდი