ქართულია & kar.ge -ა !
შპს „გერმანელი ყასაბი 2010“ ქართული წარმოებაა. მათ უკვე წლებია საკუთრი ქარხანა აქვთ თბილისში, კაიროს ქუჩაზე. კომპანია ფლობს ხარისხის საერთაშორისო სერთიფიკატს და აწარმოებს გემრიელ პროდუქტს, თუმცა მათი ყიდვა მე მხოლოდ დიდ სუპერმარკეტებში – კარფური, ფურშეტი, ფრესკო, ორი ნაბიჯი შევძელი. როგორც გავიგე ახლო მომავალში მარჯანიშვილის ქ. #7-ში მათი საფირმო მაღაზია იხსნება, სადაც სრული ასორტიმენტის შეძენა იქნება შესაძლებელი.
მონადირული ძალიან მიყვარს, ოღონდ შეფუთული, ვაკუუმში. სწორედ ასე შეფუთუული აღმოვაჩინე ნივრიანი მონადირული გერმანელი ყასაბისგან. პროდუქტი სხვადასხვა წონითაა დაფასოებული, რაც სასურველი წონის შერჩევის საშუალებას გაძლევს.
გემრიელია! ნივრიან მონადირულს რბილი, ნაზი გემო აქვს ნივრის არც ისე მძაფრი არომატით. თვითონ ძეხვი არ არის ძალიან გამომშრალი და მირთმევისას გაფცქვნას არ საჭიროებს.
ვისურვებდი კომპანია აწარმოებდეს უკეთეს PR კამპანიას, ჰქონდეს საკუთარი საიტი და აქტიური Facebook გვერდი. ნივრიანი მონადირული ნამდვილად არ ჩამოუვარდება კონკურენტების პროდუქტებს გემოთი, ხარისხითა და სანიტარული ნორმებით, ამიტომ შეიძინეთ, გასინჯეთ, მოგვწერეთ თქვენი შთაბეჭდილებები და ამით დაეხმარეთ ქართულ წარმოებასა და ეკონომიკას.
დაძებნეთ, იყიდეთ, გასინჯეთ და თქვენი აზრი გაგვიზიარეთ : )
მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.