ამ დღეებში ოჯახში ბარამბოს POPI – პლომბირი დავაგემოვნეთ. 0,85 ლიტრიანი შეფუთვა 4.5 ლარი ღირს მარკეტში. ფასი ნორმალურია, გემოს/ხარისხის ფასთან თანაფარდობა კი ნამდვილად ისეთია, ყველას რომ ვურჩევ. მე პირადად პლომბირის მოყვარული ვარ და ვატყობ, რომ ამაზე გემრიელი პლომბირის მოძებნა ქართულ ნაყინებში ალბათ გამიჭირდება. თუმცა მოძიებას ვაგრძელებ …
ყველაზე გემრიელად პლომბირს ცივი ყავის გაკეთების დროს ვიყენებ. ვისაც გაუსინჯავს ჩემი გაკეთებული ცივად ათქვეფილი ნოყიერ ქაფიანი ყავა, რომელიც ცოტაოდენი წყლით, 1-2 კუბიკი ყინულით და ბევრი ნაყინით არის შეზავებული + ზემოდან გახეხილი შოკოლადი აქვს მოყრილი, ის დამემოწმება! მეც ველოდები დათბობას, რომ გავიხსენო ძველი უნარები.
იყიდეთ, გასინჯეთ, ისიამოვნეთ და მოსაზრებებიც გაგვიზიარეთ : )