ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
„მჭამელი“ სტუმარი

„მჭამელი“ სტუმარი

გურულს სტუმრები ესტუმრნენ.

გაიშლება სუფრა და მიდის გაგანია ქეიფი.

ერთმა სტუმარმა გადაჭამა რაც კი რამ მის წინ მაგიდაზე იყო. მერე გადაწვდა მარჯვნივ, მარცხნივ. რასაც ჰქვია გადაპარსა ყველაფერ.

გურული უყურებს, უყურებს, ბოლოს ვერ მოითმინა და ეუბნება:

– შენ ძამა ამაღამ მაცივარში თუ არ დაგაწვინე გაგიფუჭდება მაი საჭმელი მუცელში …

🙂 🙂 🙂 🙂 🙂 🙂

 

** სურათზე პერსონაჟის ავტორია ზალიკო სულაკაური: http://zaliko.com/