მიხო ვალებშია გაჭედილი არ იცის რა ქნას. გადაწყვეტს თავი მოიკლას. ჩამოკიდებს ბაწარს, სკამს შეიდგამს რა დროსაც შაქრო შეუსწრებს.
– რას შობი მიხო?
– თავი უნდა მავიკლა, გასაქანი არ მაქ, მევალეები მახრჭობენ
– მერე ვერან, შენ რო მაჰკვდები შენს შვილებს უტოვებ ვალებ?
– მა რა ვქნა ჯო?
– რა ქენი და სული მაინც მიყიდე ეშმაკსა, მაინცა დაღუპული ხარ და ცოლშვილსა მაინც უშველი.
დაუჯერებს მიხო, იქვე დაკლავს შავ კატას, შავ სანთლებს აანთებს, პენტაგრამას მოხაზავს. ამ დროს დაბნელდება ცა, იქუხებს-იელვებს, გაიხსნება მიწა ამოვარდება ალი და ამ ალში დგას ერთი პატარა ეშმაკუნა რქებით. ცალ ხელში პატარა სამკაპი უჭირავს, მეორეში ნაყინი და თან ნაყინს ლოკავს. უყურებს ეს მიხო გაშტერებული. როგორც იქნა, ეშმაკუნა მოწყდება ნაყინს და ეუბნება მიხოს:
– მიხო ძია, მამაჩემმა გამომგზავნა, ბაწარი კარგა გაამაგროსო, ფული არცა ჩვენა გვაქო.
** სურათზე კახელის პერსონაჟის ავტორია ზალიკო სულაკაური: http://zaliko.com/