ქართულია & kar.ge-ა!
30 დღიანი მეგა გამოწვევა, გრძელდება და პიკს უახლოვდება, ჩემი სამეგობრო ამ პროექტზე ალაპარაკდა, ზოგი ამბობს, რომ შენ თუ პოსტს არ დებს მაშინ გირეკავთ და გკითხულობთ ხომ ხარ კარგადო, ზოგი რამდენს პოსტავო, ზოგსაც რამე მსგავს სიტყვას, რომ ვამბობ მაგალითად “პარკი” რაააო? KAR.GE – ო? 🙂 პრინციპში ეს იყო ჩვენი მზიზანი, რომ ხალხს ახსოვდეს და ხალხი ფიქრობდეს ჩვენს საუკეთესო გამოწვევაზე ქართულია & kar.ge-ა. ვფიქრობ ამ პროექტზე კიდევ დიდხანს და კიდევ ბევრი ილაპარაკებს.
დღე #21 მინდა რომ არ განვმეორდე, მინდა ყოველთვის ახალი უცხო მწარმოებლების უცხო პროდუქცია გაგაცნოთ, ისიც მინდა რომ ადვილად მოძებნადი იყვნენ, ზუსტად ამ პრინციპით ვარჩევ ჩემს პროდუქტებს და მათ წარმომადგენლებს.
კვირა საღამოს შევედი მარკეტში ჩვეული პროდუქტის მზესუმზირის შესაძენად და ჩემი ყურადღება ძალიან მიმზიდველმა შეფუთვამ მიიპყრო, შტრიხკოდს რომ დავხედე და 486 ეწერა რაღა თქმა უნდა არჩევანი სწორედ ამ პროდუქტზე გავაკეთე, აქამდე არ გამესინჯა მზესუმზირა Solari. ეტიკეტზე საიტი ისე ამაყად ეწერა ვიფიქრე, ავშენდი ვიყიდი წავალ დავაგემოვნებ და მწარმოებელსაც უფრო კარგად გავიცნობ თქო, თუმცა საიტი 🙁 ბევრის მთქმელი ნამდვილად, არ არის და ამიტომ მხოლოდ ფეისბუქის გვერდის იმედად დავრჩი.
მზესუმზირა ,,სოლარი”-ს დამზადებაში გამოიყენება მზოლოდ საუკეთესო ხარისხის მზესუმზირის მარცვლები, რომლებიც გამოყვანილია ყუბანში (კრასნოდარის მხარე). მოხალული მზესუმზირის შენახვის ვადა არის 6 თვე, მაგრამ ჩვენ სპეციალურად დავწიეთ შენახვის ვადა 4 თვემდე, რათა მომხმარებელმა შეძლოს შეიძინოს და დააგემოვნოს მხოლოდ და მხოლოდ ახალი, უმაღლესი ხარისხის პროდუქცია. – აი ასე აქვს აღწერილი მწარმოებელს თავისი პროდუქცია, მეკი გეტყვით რომ ხარისხი მართლა უმაღლესია, არც თითები გესვრება, თითოეული მარცვალი გეგონება ვინმემ სათითაოდ აიღო აარჩია განსაკუთრებულები და ისე მოგაწოდაო, მაგრამ ერთს მაინც ვიყვი ზედმეტად მაგარი კანი აქვს, სერიოზული დისკომფორტი შემიქმნა გართობაში, მთელი ძალისხმევა დამჭრდა მის გასაფრცქვნელად, ალბათ ესეც ხარისხის მანიშნებელია და მე არ ვიცი, მაგრამ ვისურვებდი რომ შედარებით მსუბუქი იყოს, გემო კი მართლაც საოცრად განსხვავებულია, ნამდვილად არის ის სლოგანის გამართლება და ნამდვილად შევიგრძენი ახალი საუკეთსო მზესუმზირის გემო!
დაძებნეთ, იყიდეთ, გასინჯეთ და თქვენი აზრი გაგვიზიარეთ : )
მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას დავიყიდოთქართულიწარმოებისპროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.