Les Citadelles Du Vin პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ღვინის შეჯიბრებაა. 50-ზე მეტი უმაღლესი რანგის ღვინის ექსპერტი იკრიბება ქ. ბორდოში. სწორედ ეს კომპეტენტური ჟიური ავლენს გამარჯვებულ ღვინოებს. კონკურსში მსოფლიოს ათობით ქვეყანა მონაწილეობს და თუ ექსპორტზე და განვითარებაზე გინდა ფიქრი, ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობა აუცილებელი წინაპირობაა.
წელს Les Citadelles Du Vin 14 ივნისს დაიწყო და პირველივე დღეს მეღვინეობა ხარება 4 მედალს იღებს: ოქრო – შატო ლიპარტიანი 2012 და საფერავი კლასიკური 2012; ვერცხლი – კრახუნა 2008 და კრახუნა 2012.
მეღვინეობა ხარება ამ უმნიშვნელოვანეს ფესტივალზე გასულ წლებშიც იღებდა მონაწილეობას და აი მათი მონაგარი:
- 2012 წელი: 1) კრახუნა 2011, მშრალი თეთრი ღვინო – ოქრო; 2) საფერავი პრემიუმი 2009, მშრალი წითელი ღვინო – ოქრო.
- 2013 წელი: 1) შატო ლიპარტიანი 2011, დაძ. მშრალი თეთრი ღვინო – ვერცხლი.
- 2014 წელი: 1) მწვანე 2013, მშრალი თეთრი ღვინო – ვერხლი; 2) ხარება 2011, დაძ. მშრალი წითელი ღვინო-ოქრო ; 3) შატო ლიპარტიანი 2011, დაძ. მშრალი წითელი ღვინო – ოქრო.
წინსვლა და წარმატებები ვუსურვოთ ყველა ქართულ კომპანიას შიგა და საერთაშორისო ბაზარებზე!