ქართულია & kar.ge-ა!
ტრადიციული მეგრული საკვები უხვი და ცხარე საკმაზით გამოირჩევა. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ძველად, რბილი, სუბტროპიკული ჰავიდან გამომდინარე, მალარია უდიდეს საფრთხეს წარმოადგენდა სამეგრელოსათვის და ამ რეგიონის მცხოვრებლებმა თავიდანვე აღმოაჩინეს, რომ დიდი რაოდენობით წიწაკის მოხმარება საშინელი დაავადების განვითარებას გარკვეულწილად აფერხებდა. საბოლოოდ ცხარე სანელებლები მეგრული სამზარეულოს ტრადიციულ ატრიბუტად იქცა.
მეგრული სამზარეულო რამდენიმე ტიპის საკმაზს იყენებს, ძირითადად საწებლების სახით. ტრადიციულ კერძებს მიეკუთვნება ღომი, სულგუნი და აჯიკა. აჯიკის 2 სახეობა არსებობს: მწვანე და წითელი. აჯიკა ის ცხარე საწებელია, რომლის სიყვარულიც ბევრ ქართველს აერთიანებს. წარმოგიდგენთ Georgian Natural Product-ის მეგრულ აჯიკას, რომელიც 125 გრამიანია და სულ რაღაც 80 თეთრი ღირს. მის შემადგენლობაში შედის: წიწაკა, მარილი, ნიორი და ხმელი სუნელების ნაკრები, რომელიც განსაკუთრებულ არომატს ანიჭებს. აჯიკას მოყვება პლასტმასის პატარა კოვზი. იგი საკმაოდ მოსახერხებელია. შეფუთვაზე მითითებულია, რომ პროდუქტი დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულზე. ვისაც მწარე და ცხარე საკმაზები გიყვართ ძალიან მოგეწონებათ ეს წითელი აჯიკა.
მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.