ქართულია & kar.ge-ა!
საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომელსაც არ უყვარს ყველი. მეტიც, ის ყველა ქართული ოჯახის ყოველდღიური, გემრიელი ნაწილია. “სანებო” იცავს ტრადიციული, ქართული ყველის დამზადების წესს და ყველის ფართო არჩევანს გვთავაზობს. მდნარი ყველი იწარმოება თანამედროვე დანადგარებზე, რომელშიც ადამიანის ჩართულობა მინიმუმამდეა დაყვანილი. პროდუქციის ხარისხი ასეთ შემთხვევაში მეტად სანდოა.
დღეს გადავწყვიტე “სანებოს” მდნარი ყველის შეძენა, რომელსაც 3 სახეობის მდნარი ყველი აქვს: ნაღების, სოკოსი და ლორის არომატებით. არჩევანი ნაღების მდნარ ყველზე შევაჩერე, რომელიც მარკეტების ქსელ “ფრესკოში” შევიძინე 3.04 ლარად. ყველი მოთავსებულია მოსახერხებელ, ინოვაციურ შეფუთვაში; არის როგორც 200 გრამიანი ასევე 400 გრამიანი შეფუთვები. ნაღების ყველს აქვს ფაფუკი, სასიამოვნო გემო და ძალიან გემრიელია. იგი შეგვიძლია გამოვიყენოთ სენდვიჩებისა და მსუბუქად წასახემსებელი კერძების მოსამზადებლად.
მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.