ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ბუმის მოხალული მზესუმზირა

მარილიანი მზესუმზირა – „ბუმი“ ბათუმიდან

ეს 20 თეთრიანი მარილიანი მზესუმზირა ბათუმში, ავტოსადგურზე სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე. ბათუმის ავტოსადგური როგორი ადგილია იცი? იქ ჯერ კიდევ სსრკ იგრძნობა. არც შევარდნაძის, არც სააკაშვილის და არც ოცნების ეპოქა მაგას არ შეხებია …

ამ ადგილას ბუმის 3 პროდუქტი ვიყიდე – მიწის თხილი, უმარილო მზესუმზირა და მარილიანი მზესუმზირა. ის შენიშვნები, რაც მიწის თხილზე ამ სტატიაში ვთქვი, ზოგადად სამივე პროდუქტს ეხება, ამიტომ აქ არ განვმეორდები.

მიუხედავად იმისა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქართული პროდუქტი შორსაა იდეალურისგან, მაინც ქართული მირჩევნია!

შ.პ.ს “ბუმი” საკონტაქტო ინფორმაციას ინტერნეტში ძებნისას გადავაწყდი. მისამართი: საქართველო, ქ. ბათუმი, გუდიაშვილის ქ.N18/20, ბ.N68; ელ.ფოსტა : adambadze78@mail.ru; ტელეფონები: 597900222, 597 900333 [ესენი შეფუთვაზეა მითითებული]. რა თქმა უნდა ვებსაიტი და FB გვერდი არა აქვს. ბევრი მიმართულებით არის დასახვეწი ეს პროდუქტი თუ მას უნდა, რომ ბაზარზე თავისი სიტყვა თქვას!

 

შენ გასინჯული გაქვს ბუმის მარილიანი მზესუმზირა?

რა აზრისა ხარ?