ამ ცოტა ხნის წინათ ლუდი ნატახტარი ახალი ახალი შეფუთვით მოგვევლინა და რა თქმა უნდა მაშინვე ვიყიდე. მე პირადად ლუდის გემოში განსხვავება ვერ დავაფიქსირე, თუმცა ბოთლის შეფუთვა თითქოს გამოცოცხლდა. ამჯერად ნახევარ ლისტრიან ბოთლში [2 ცალში] ცალში 1.8 ლარი გადავიხადე.
თუნდაც ის ფაქტი, რომ შეფუთვა გაახლდა მეტყველებს რომ კომპანია მუდმივად მოძრაობაშია. ნატახტარი მუდმივად აქტიური მარკეტინგული თვალსაზრისით. სხვაგვარად არც შეიძლება … გაჩერდები და დახლიდან ეგრევე ჩაგაჩოჩებენ. Facebook-ზეც ხშირად მხვდება მისი რეკლამები და არა მხოლოდ. ამას წინათ დღეგრძელატორზეც მოგახსენეთ. ცხადია ეს მოქმედება ცოტა ფული არ ჯდება, მაგრამ როგორც ჩანს ნატახტარის მარკეტინგში კარგად იციან, რომ უმოქმედობა გაცილებით ძვირი ჯდება, განსაკუთრებით ასეთი ყოველდღიური მოხმარების პროდუქტის შემთხვევაში. სწორედ ამ მოქმედებების გამო კომპანიამ ოფიციალური ინფორმაციით 2014 წელს 100 მილიონ ლიტრზე მეტი პროდუქცია გაყიდა [არა მარტო ლუდი].
ყველა ქართული პროდუქტის მწარმოებელ კომპანიას ვუსურვებ ისეთივე აქტიური მარკეტინგი ჰქონდეს, როგორც ნატახტარს აქვს, რადგანაც ამის გარეშე შედეგი როგორც წესი არ დგება!