ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

ხომ შეიძლება კანადური გამოცდილება საქართველოშიც გამოვიყენოთ?

წყარო.

კანადა …

ონტარიო …

Mohawk კოლეჯი … აქ, სადაც 4,000 კილომეტრის მიღმა კალიფორნიაში მოყვანილ ვაშლს უფრო ადვილად შეიძენ, ვიდრე 40 კმ-ით მოშორებულ ფერმაში მოყვანილს, მდგომარეობის შეცვლას ერთი საინტერესო პროექტით აპირებენ.

Mohawk კოლეჯმა 100,000 $ გრანტი აიღო ადგილობრივი ფონდისგან – Greenbelt Fund საპილოტე პროექტისათვის. მიზნები: 1) შეიმუშავოს მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს 2 წლის განმავლობაში საკუთარი ლანჩის და სხვა პროგრამებისათვის 1.5 მილიონი $-მდე ადგილობრივი პროდუქციის შესყიდვას ადგილობრივი ფერმერებისაგან, და 2) ამ მოდელის გავრცობა სხვა კოლეჯებზე, რომელთაც იგივე, ანუ ადგილობრივი ფერმერების ხელშეწყობა აქვთ მიზნად.

„თუ პროგნოზი გაამართლებს 100,000 ინვესტირებულ დოლარზე 15-ჯერ მეტი გაყიდვების მიღება ადგილობრივ ეკონომიკაში უკვე თავისთავად არის ბრწყინვალე იდეა!“ – ასე აფასებენ პროეტს თავად Greenbelt Fund-ში.

კანადაში სასურსათო დამოუკიდებლობა ფრიად ცხელი თემაა. უშუალოდ საჯარო დაწესებულებებში წელიწადში მარტო კვებაზე იხარჯება 745 მილიონი $. პროექტის მესვეურები თვლიან, რომ ამ თანხის ადგილობრივ წარმოებაში გადამისამართებას დიდი მომავალი აქვს.

ხომ შეიძლება კანადური გამოცდილება საქართველოშიც გამოვიყენოთ?

საქართველოს მთავრობა, განათლების სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო დამითაგეთ თქვენი ჭირიმე …