ეს საჩივარი კანადელმა მწარმოებლებმა და მწარმოებელთა ასოციაციებმა აღძრეს აშშ-ელი მწარმოებლების წინააღმდეგ, რომელთა მხრიდაან წლიდან წლამდე იზრდება კანადაში თაბაში-მუყაოს დაფების ექსპორტი ისეთ ფასში, რომელიც აშშ-ში გასაყიდ ფასზე მნიშვნელოვნად ნაკლებია.
კონტექსტი: წყდება კანადელთა სამუშაო ადგილების ბედი!
კანადური კანონმდებლობით ასეთ ფასში [საკმაოდ დიდი სხვაობა ყოფილა] ითვლება არაკეთილსინდისიერ კონკურენციად და „დასჯადია“ საბაჟო ან იმპორტის გადასახადის დაწესებით.
მსგავსი შემთხვეევა 1992 წელსაც ყოფილა, მაგრამ მაშინ აშშ-დან იმპორტი კანადაში მთელი მოხმარების 8-9 % შეადგენდა. ეხლა კი დასავლეთ კანადის მოხმარების ნახევარზე მეტი აშშ-დან იმპორტია. მაშინ კანადამ გადასახადი 27%-ის დონეზე განსაზღვრა. ამჯერად კი 100-276%-ის მიდამოში დაწესება შეიძლება მოხდეს.