ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
კამპა ატამი

კამპა ატამი, ქართული წარმოების ნექტარი!

კამპა ბროწეული, კამპა ალუბალი, კამპა ტროპიკი შემდეგ კი კამპა ფორთოხალი. ეხლა კი კამპას 200 მილილიტრიანთან „პატარა“ 6 წევრიანი ოჯახის მეხუთე წევრის რიგი დადგა kar.ge-ზე – კამპა ატამი.

ეტიკეტზე ვკითხულობთ:

კამპა ატამი – ნატურალური პროდუქტი. პასტერიზებული. ასეპტიკურ შეფუთვაში. კონსერვანტებისა და ემულგატორების გარეშე. შემადგენლობა: ფორთოხლის კონცენტრირებული წვენი, შაქრის სიროპი, მულტისვიტი, წყალი, ლიმონმჟავა. ხილის ნექტრის მინიმალური მასური წილი 50%.

კამპა ამ პროდუქტს საგურამოში აწარმოებს. შეხვდებით პრაქტიკულად ყველა ნორმალურ მარკეტში. ვისურვებდი ვებსაიტი ჰქონდეს და Facebook-ზეც რიგიანი კომუნიკაცია წარმოებდეს აუდიტორიასთან.

 

იყიდეთ, გასინჯეთ და გამიზიარეთ თქვენი აზრი 🙂

ხოლო თუ მაინცადამაინც იმპორტული გირჩევნიათ აქ რატომ შემოდით?